ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) მზადაა, შავი ზღვის ქვეშ გაყვანილი ინტერნეტკაბელის ღირებულების ნახევარი დაფაროს. საერთო ღირებულებით 45 მილიონი ევრო.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბარბოკმა განაცხადა, - წერს აზერბაიჯანული მედია.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი შავი ზღვაში წყალქვეშა ინტერნეტკაბელის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომ საქართველოსთან კავშირი გააუმჯობესოს და რუსეთზე გამავალ ხაზებზე დამოკიდებულება შეამციროს.
შავი ზღვის ინტერნეტ კაბელი ჩახსნის საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე და პირდაპირი, უშუალო კავშირი დამყარდება ევროპასთან, ასეთი პირდაპირი კავშირი ეკონომიკას სჭირდება, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გასული წლის ოქტომბერში საქართველოში ვიზიტისას განაცხადა
45 მლნ ევროს ღირებულების, 1100 კმ სიგრძის კაბელი, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების გავლით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კავკასიასთან დააკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ Global Gateway-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი შავი ზღვის ქვეშ ელექტროკაბელის განვითარებასაც გეგმავს. პროექტი უნგრეთსა და რუმინეთს საქართველოსა და აზერბაიჯანთან დააკავშირებს და ბლოკის „მომარაგების უსაფრთხოებას“ გააძლიერებს.
უახლესი
3 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?7 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად19 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა