ერთი უპასუხისმგებლო GWP-ის გამო პარალიზებულია მთელი დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი წერს. წილოსანის თქმით, კომპანია ინფორმაციას თუ რა დრო სჭირდებათ სამუშაოების დასასრულებლად არ ავრცელებს.
„ერთია რომ ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან ამ მონაკვეთზე და მეორეა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დილის პიკში 351, 304, 335, 321,293, 292, 459,518 ყველა შეფერხებით იმოძრავებს.
ამასთან ამ დრომდე 10 საათი გავიდა სამუშაოების დაწყებიდან და რელიზი ვერ გაავრცელეს რა ხდება და რა დრო დასჭირდებათ სამუშაოების დასასრულებლად.
P.S. ბუნებრივია დავაჯარიმეთ, მაგრამ 5000 ლარი არ ანაღვლებთ“. წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.
მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის განცხადებას უპასუხა კომპანია GWP-მაც, სადაც წერია, რომ სამუშაოების ფარგლებში დაზიანების სირთულიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა ქსელის 10 მეტრი სიგრძის მონაკვეთის შეცვლა, რამაც აღდგენითი სამუშოების დრო გაახანგრძლივა.
„გუშინ, 24 ოქტომბერს, ბელიაშვილის და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა წყალმომარაგების დაზიანებულ ქსელზე აუცილებელი ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
გამომდინარე იქიდან, რომ წყალმომარაგების ქსელის დაზიანებული მონაკვეთი, სატრანსპორტო გზის სავალ ნაწილზე მდებარეობს, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებით გამოწვეული დისკომფორტის შემცირების მიზნით კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა ქსელზე აღდენითი სამუშოები 24 ოქტომბერს, 23:00 საათიდან დაიწყეს და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებდნენ.
სამუშაოების ფარგლებში დაზიანების სირთულიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა ქსელის 10 მეტრი სიგრძის მონაკვეთის შეცვლა, რამაც აღდგენითი სამუშოების დრო გაახანგრძლივა.
აღსანიშნავია, რომ სამუშოების მიმდინარეობისას, მოსახლეობას წყალმომარაგება არ შეეზღუდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამუშოები დასრულდება 13:30 საათზე, რის შემდეგაც საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
უახლესი
21 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა