„ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არის დაჩქარებული და ათი თვის მაჩვენებლებით საქართველოს, როგორც ფართო რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
მისი ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.2 % შეადგინა, ხოლო 10 თვის, ანუ იანვარი-ოქტომბრის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 6.9 % ით განისაზღვრა.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საინვესტიციო აქტივობის კუთხით დაფიქსირებული ტენდეციები, ასევე საგარეო ვაჭრობის და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური დინამიკა.
„ზოგადად საინვესტიციო აქტივობას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ აღნიშნული მაჩვენებლები განპირობებულია, ერთი მხრივ, იმ ჯანსაღი მაკრო-ეკონომიკური პარამეტრებით, რაც ქვეყანას აქვს, ასევე იმ მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატით, რაც ქვეყანაში არის და რაც მთავარია, სტაბილურობის შეგრძნებით და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ სანდოობით, რომელიც ინვესტორებს გააჩნიათ" - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
ამასთან, ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები მომავალ თვეებშიც გაგრძელდება. მისი განცხადებით, ეს აისახება ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე.
უახლესი
9 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“10 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა