მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, დუბაიში ბურჯ-ხალიფა საქართველოს დელეგაციის საპატივსაცემოდ კიდევ ერთხელ გაანათეს ეროვნული დროშის ფერებში.
მსოფლიო მთავრობათა რიგით მეთორმეტე სამიტში 30-ზე მეტი მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის პირველი პირი და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამიტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მანამდე, 27 იანვარს, საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ბურჯ-ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
უახლესი
11 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8004 ლარია