დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიდ ბაზართან ურთიერთობა ყოველთვის დიდი წარმატების მომტანია - მიხეილ დუნდუა ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე

დიდ ბაზართან ურთიერთობა ყოველთვის დიდი წარმატების მომტანია - მიხეილ დუნდუა ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე

29-01-2024 18:00:00

ჩინეთიდან ინვესტიციების შემოდინების კუთხითაც იქნება მნიშვნელოვანი სვლები და დარწმუნებული ვარ, რომ კარგი ინვესტიციები შემოვა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიშა დუნდუამ განაცხადა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, 2023 წლის 9 თვეში ქვეყანაში 40 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა და ეს მაჩვენებლები შემდგომ წლებში აუცილებლად გაიზრდება, რაც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესსაც წაახალისებს. 

„მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის დიდ ბაზრებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. მცირე და საშუალო ბიზნესს რაც უფრო მეტ ბაზრებთან აქვს წვდომა, მით უფრო ვითარდება. ჩვენთან ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით 2023 წლის სამ კვარტალში დაახლოებით 40 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, მაგრამ შემდგომ წლებში დარწმუნებული ვარ, რომ მაჩვენებელი იქნება გაზრდილი. ასე, რომ ჩინეთიდან ინვესტიციების შემოდინების კუთხითაც იქნება მნიშვნელოვანი სვლები და დარწმუნებული ვარ, რომ კარგი ინვესტიციები შემოვა. მეწარმეობის კუთხით კი ჩინეთთან ურთიერთობა ხელს შეუწყობს, როგორც მცირე ისე საშუალო ბიზნესის განვითარებას, დიდ ბაზართან ურთიერთობა  ყოველთვის დიდი წარმატების მომტანია“, - აღნიშნა მიშა დუნდუამ. 

მინისტრის მოადგილემ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებიც მიმოიხილა და თქვა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან არის გაძლიერებული.

„2017 წელს გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და თუ სავაჭრო მაჩვენებლებს შევადარებთ, ჩინეთში ექსპორტი 50%-ითაა გაზრდილი. ექსპორტის მაჩვენებელი 2022 წელს გაცილებით მაღალი იყო, მაგრამ ომმა და ამ მიმდინარე კატაკლიზმებმა ტვირთების გადაადგილების არქიტექტურა შეცვალა. მაგრამ მაინც, 2017 წელთან შედარებით 50%-ით მეტია ჩინეთში საქართველოდან ექსპორტი. რაც შეეხება იმპორტს, ჩინეთიდან საქართველოში იმპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 2-ჯერაა გაზრდილი, ხოლო 2016 წელთან შედარებით  2,5-ჯერაა გაზრდილი“, - აღნიშნა დუნდუამ.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ჩინეთთან ექსპორტის მიმართულებით წამყვანი ნედლეულის ექსპორტი იყო, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასთან ერთად დარწმუნებულები ვართ, რომ უფრო რთული პროდუქტები, სამრეწველო თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი პროდუქციაც დაიკავებს მოწინავე ადგილს.

„ჩინეთი დიდი ბაზარია და შესაბამისად ღვინისთვის და ზოგადად ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელებისთვისაც მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩინეთი არის მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. 33 ტრილიონი დოლარია მისი  ეკონომიკის მასშტაბი, როგორც ამას სსფ თავისი წინასწარი შეფასებით ამბობს. ჩინეთი პირველ ადგილზეა. 27 ტრილიონია აშშ, ანუ ჩინეთი 20%-ით მეტია მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. უდიდესი ეკონომიკა, უდიდესი ბაზარი, უდიდესი პერსპექტივა ეკონომიკური განვითარების კუთხით. 

შუა დერეფანი და აბრეშუმის გზის მარშული, რომელიც საქართველოზე გადის განსაკუთრებით აქტუალური გახდა დღეს. ანუ გზა, რომელიც რუსეთს არ გაივლის და ისე გადააწყოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. საქართველოს აქ ცენტრალური ადგილი უჭირავს, ბუნებრივია რომ დიდი ტვირთნაკადებისათვის უნდა მოემზადოს ქვეყანა. ჩინეთი არის წამყვანი ამ მიმართულებით და საქართველოს ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანწილად შუა დერეფნის განსაკუთრებულ ფუნქციურ დატვირთვას და მის განვითარებას გულისხმობს.ამის გამოძახილი და ამის დასტურია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, რომელიც დიდ ეკონომიკურ სიკეთეებს მოიტანს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტროს მოადგილემ. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები