კომუნიკაციების კომისიამ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელისა (EaPeReg) და ევროკავშირსა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციის მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (EMREG) წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა ITU-ს, EaPeReg-ისა და EMREG-ს შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაძლიერებასთან დაკავშირებული ციფრული რუკის დანერგვის მიმართულებით, ქვეყნების მაგალითების განხილვას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და სამომავლო გეგმების დასახვას ემსახურებოდა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის წევრმა და EaPeReg-ის 2023 წლის თავმჯდომარემ, ეკატერინე იმედაძემ გახსნა და ITU-ს, EaPeReg-ისა და EMREG-ის თანამშრომლობის დადებით ასპექტებზე, კერძოდ კი, საუკეთესო გამოცდილებების გაზიარების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. ეკატერინე იმედაძესთან ერთად, გახსნით ნაწილში, ღონისძიების მონაწილეებს EMREG-ის თანა-თავმჯდომარე და ITU-ს ევროპის ოფისის წარმომადგენელიც მიესალმნენ.
გახსნითი ნაწილის შემდგომ, შეხვედრის მონაწილეებმა გამოცდილების გაზიარების მიზნით, წევრი ქვეყნების მაგალითები წარმოადგინეს. საქართველოს მაგალითი ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ განიხილა. მოგვიანებით, ინდივიდუალურ მაგალითებზე პრეზენტაციები პორტუგალიის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (ANACOM) და რუმინეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (ANCOM) მომხსენებლებმა წარადგინეს.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, ფართოზოლოვანი მომსახურების ტარიფების შემცირების და სერვისების გაძლიერებასთან დაკავშირებული ციფრული რუკის დანერგვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
უახლესი
3 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“4 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები