გაყინული ხაჭაპურის მწარმოებელი ერთადერთი კომპანია Chizzzy თბილისში პირველ სახელობით კაფეს გახსნის. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ბოჭორიშვილმა განუცხადა.
„Chizzzy კაფე თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე დაახლოებით 10 დღეში გაიხსნება. რაც შეეხება კაპიტალდაბანდებას საკუთარი სახსრები და ბანკის სესხი გამოვიყენეთ. სტუმრებს პირველად ჩვენი ინტერპრეტაციით მომზადებულ აჭარულ ხაჭაპურს შევთავაზებთ, შემდეგ კი სხვა კერძებსაც დავამატებთ“, - ამბობს მეწარმე.
Chizzzy კაფეში კომპანიის წარმომადგენლები 7 ადამიანის დასაქმებას გეგმავენ.
ამ ეტაპზე „ჩიზზზის" გაყინული აჭარული ხაჭაპური თბილისის მასშტაბით. ჰიპერმარკეტებში იყიდება. ცნობისთვის, Chizzzy (ჩიზზზი) არის ქართული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს 10 წუთში მოსამზადებელ ვაკუუმ შეფუთვაში ნახევრად შემცხვარ აჭარულ ხაჭაპურს გაყინული სახით სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ შეფუთვაში მოთავსებულია - ყველიც. ეს არის არტიზანული, უსაფუარო, ნახევრად-გამომცხვარი ქრასთი & ყველი (იმერული/სულგუნი), რომელიც ნატურალური რძისგანაა დამზადებული.
უახლესი
2 საათის წინ
7 ნაბიჯი ბიზნესის დასაწყებად