დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტრამპი კანადას აშშ-თან შეერთების შემთხვევაში გადასახადების დაწევას დაჰპირდა

ტრამპი კანადას აშშ-თან შეერთების შემთხვევაში გადასახადების დაწევას დაჰპირდა

26-12-2024 13:40:00

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის სოციალურ ქსელში შობის დღესასწაული მიულოცა კანადას და დაჰპირდა, რომ გადასახადებს დაწევს, თუ ის ამერიკის 51-ე შტატი გახდება.

თავის საშობაო მილოცვაში ტრამპი კანადის მოქმედ პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრიუდოს გუბერნატორად მოიხსენიებს და ამბობს, რომ, თუ კანადა ამერიკის შტატი გახდება, გადასახადები 60%-ით შემცირდება, კანადური ბიზნესის შემოსავლები გაორმაგდება, ხოლო ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით მსოფლიოში ყველაზე დაცული იქნება.

ტრამპმა აგრეთვე გრენლანდიაც ახსენა და აღნიშნა, რომ ეს კუნძული ამერიკას მისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება. მისი თქმით, გრენლანდიას სურს, რომ აშშ-ის ნაწილი გახდეს.

საშობაო მილოცვაში ტრამპი პანამის არხსაც შეეხო. მისი აზრით, პანამის ხელისუფლება ჩინეთის გავლენის ქვეშ იმყოფება, ხოლო აშშ-ს არხის შენახვას და მის რემონტს აიძულებს. „შობას ვულოცავ ყველა ჩინელ ჯარისკაცს, რომელიც ლამაზად და არალეგალურად ახორციელებს თავის ოპერაციებს პანამის არხში, რომლის მშენებლობისას ჩვენ 38 ათასი ადამიანი დავკარგეთ (110 წლის წინ)“, - აღნიშნა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები