ბათუმის წყალს ახალი ტარიფი დაუდგინდა. კომპანიის განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით, 2024 წლის 1 იანვრიდან შეიცვალა წყლისა და წყალარინების ტარიფები, რომელიც ძირითადად ვრცელდება არასაყოფაცხოვრებო, კომერციულ ობიექტებზე.
ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა საყოფაცხოვრებო გამრიცხველიანებულ ტარიფზე, რის შედეგადაც წყლის ახალი ტარიფი უმნიშვნელოდ - 0.00826 (ლარი/მ3)_ით შეიცვალა.
უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფი სულადობით, რომელიც 2.62 (ლარი/მ3)-ს შეადგენს.
არასაყოფაცხოვრებო, კომერციული ობიექტის ტარიფი გაიზარდა 00.10 ლარით, კერძოდ: წყალი - 3.34058, წყალარინება - 2.52874, სულ - 5.86932 (ლარი/მ3).
უახლესი
14 საათის წინ
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა14 საათის წინ
ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა15 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა15 საათის წინ
ყველაზე მეტად წლიურ ჭრილში რომელი პროდუქტები გაიაფდა