დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავეჯზე მზარდი მოთხოვნის გამო ნედლეული და სერვისი გაძვირდა - Geo house

ავეჯზე მზარდი მოთხოვნის გამო ნედლეული და სერვისი გაძვირდა - Geo house

06-07-2023 19:00:23

ავეჯის ბიზნესში აქტივობა მაღალია. სექტორში აცხადებენ, რომ მზარდი მოთხოვნის გამო დროულ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფენ. შესაბამისად, ფასების მკვეთრად იზრდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან კომპანია Geo house-ის დამფუძნებელი და დირექტორი პაატა რაჭველიშვილი საუბრობს.

მისი შეფასებით, ავეჯის ბიზნესის გააქტიურება უძრავი ქონების ბაზრის გამოცოცხლებას უკავშირდება.

„ბაზარზე ახლა ისეთი მოცემულობაა, რომ ყველაფერი იყიდება, ვინმე თუ შეძლებს დამზადებას, გაუყიდავი ავეჯი არ რჩება საწარმოში.

ჩვენი კომპანია მაღალ სეგმენტზე მუშაობს, სადაც ასევე დიდი მოთხოვნაა. თამამად შეიძლება თქმა, რომ დროული მიწოდება დიდი გამოწვევაა ბიზნესისთვის, წარმოიდგინეთ, უამრავი ბინა შენდება თბილისში, რომელიც ავეჯით უნდა შეივსოს. წარსულში დარჩა პერიოდი, როცა ავეჯის გამყიდველები ძლივს ახერხებდნენ რეალიზაციას, ახლა ყველაფერი იყიდება. რაც შეეხება ფასს, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში 70-80%-ით არის გაძვირებული.

თუმცა აქაც დიდი გაურკვევლობაა, შეიძლება ერთნაირ ავეჯს სამი კომპანია ყიდდეს და ყველა მათგანს განსხვავებული ფასი ჰქონდეს. ხელობის საფასური კი ფაქტობრივად გაორმაგებულია, სრული ქაოსია ბაზარზე, რაც რეგიონში მიმდინარე ომის გავლენაც არის", - ამბობს პაატა რაჭველიშვილი.

რაც შეეხება Geo house-ის ავეჯის ფასს, კარის დამზადების ფასი 700 ლარიდან იწყება. ხოლო 1 კვ/მ ავეჯის დამზადების საწყისი ფასი 500-550 ლარია და ნაკეთობის ხარისხის და სამუშაოს სირთულის შესაბამისად იზრდება.

კომპანია ჯამში 60-მდე ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები