საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის ალექსი ნონიაძის განცხადებით, ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილების მცირე პროფიციტი მაინც რჩება.
„2023 წელს პროფიციტი 60 ათასი ერთეულით მეტი ავტომობილი იყო. ახლა ავტომობილების 1/3 კიდევ არის დარჩენილი, რომელიც თავის მყიდველს ელოდება“, -აცხადებს ალექსანდრე ნონიაძე.
მისი შეფასებით ადგილობრივ ავტობაზარზე ზაფხულის პერიოდი იყო აქტიური, თუმცა გაიყიდა ის მოდელები გაიყიდა, რომელზეც მაღალი მოთხოვნა იყო.
„პირველი და მეორე კვარტალში ბაზარი ნაკლებად აქტიური იყო. თუ დინამიკაში დავაკვირდებით, არც ახლაა აქტიური სეზონი. იანვარი ნაკლებად აქტიური პერიოდია. ჩვენთანაც დღესასწაულია და იმ ქვეყნებშიც სადაც საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე გადის, რაც ვაჭრობის პროცესს აჩერებს“, - აცხადებს ნონიაძე.
საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე Business Insider Georgia-სთან ბაზარზე პროფიციტის მიზეზებსაც განმარტავს:
„2020 წლის შემდეგ პოსტპანდემიურ პერიოდში 2023 წელი იყო აქტიური. მოთხოვნა გაიზარდა და დილერებმა და ლოგისტიკურმა კომპანიებმა ჩათვალეს,რომ დავუბრუნდით იმ ზღვარს, რომელიც გვქონდა 2020 წლამდე. ამიტომ შემოიყვანეს იმაზე მეტი ავტომობილი ვიდრე ბაზარს სჭირდებოდა და დადებითმა მოლოდინებმა შექმნეს ჭარბი მიწოდება. ბაზარმა ამ დრომდე ვერ გაიწოვა ეს ავტომობილები“.
ამასთან ნონიაძე ამბობს, რომ გაიზარდა ავტომობილების ტრანსპორტირების ხარჯები და რაც უფრო დიდხანს რჩება ავტომობილი ადგილზე, იზრდება ბაზრობაზე დგომის ხარჯი და ემატება საფასური.
„ავტოდილერებს მოგება არ რჩებათ. თვითღირებულება რომ გაიზარდა, იძულებულები არიან ფასი იგივე დატოვონ და ავტომობილებზე მოგების მარჟა შეამცირონ“, - ამბობს ნონიაძე.
იგივე თემაზე:
უახლესი