დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
26 აგვისტოს - Mono Hall ბათუმში გერმანელი არტისტი Stella Bossi დაუკრავს

26 აგვისტოს - Mono Hall ბათუმში გერმანელი არტისტი Stella Bossi დაუკრავს

20-08-2023 15:59:00

26 აგვისტოს - მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ანდეგრაუნდ ტექნო კლუბების შემდეგ, Mono Hall ბათუმში - გერმანელი არტისტი Stella Bossi დაუკრავს.

Stella Bossi-მ თავისი მისტიური და განსხვავებული სტილით დიდი რაოდენობის მსმენელს დაამახსოვრა თავი, მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. არტისტს 1 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. Pan-Pot, Fisher, Deborah De Luca, Nastia, Claptone, Anfisa Letyago, Skrillex - ეს იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც Stella Bossi-ს გულშემატკივართა სიას ამშვენებს.

2020 წლის ოქტომბერში, Stella Bossi-მ საკუთარი შემოქმედების გამოქვეყნება დაიწყო, თავისივე მუსიკალურ ლეიბლზე სახელწოდებით - "The Beat Must Fuck". მიმდინარე ეტაპზე, არტისტი ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბის Kit Kat Club-ის ღონისძიების - Simbiotikka Party-ს რეზიდენტია. 2022 წელს, Stella Bossi-მ არაერთ ცნობილ არტისტთან დაიწყო თანამშრომლობა, რამაც ასევე მისი ლეიბლის წარმატებასაც ჩაუყარა საფუძველი. Stella Bossi ახალი თაობის ტექნო სცენის პიონერია და ის ყოველთვის გამოირჩევა დაუვიწყარი მუსიკალური პერფორმანსით.

-----

ანა ჯაფარიძე a.k.a Anna Sué / Le Violet არის დიჯეი და პროდიუსერი თბილისიდან. ის ხშირი სტუმარია კლუბების, ფესტივალების, არტ გალერეებისა და მოდის ღონისძიებების. მისი სეტები ცნობილია, მუსიკალური მრავალფეროვნებითა და საოცრად ძლიერი ენერგიით. ანა ყოველთვის დებს თავის ინდივიდუალიზმს მუშაობისას და ყოველთვის ცდილობს ახალი სახითდაანახოს თავისი თავი მსმენელს. მის დიჯეი სეტები, შეიცავს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებს, როგორიცაა: Techno, House, Electronica, break beat, Nu Disco, ა.შ.

2020 წელს, ELECTRONAUTS XI დაჯილდოებაზე, ანას ტრეკი “Emotional addiction “ ნომინირებული იყო სამეულში, “წლის ტრეკის” ნომინაციაში.

-----

YUMI (ნატალია) - ომის დაწყების შემდეგ, YUMI საცხოვრებლად საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში ჩამოვიდა, სადაც თავისი ერთ-ერთი ძველი ოცნება აიხდინა და ელექტრონული მუსიკის სცენაზე შეაბიჯა. YUMI ქართველი არტისტის ლაშა გურულის სტუდიაში - Abcea Studio ელექტრონული მუსიკისა და დიჯეინგის ტექნიკას დაეუფლა.

YUMI-ის დიჯეი სეტები, ძირითადად ჰაუს და ტექნო მუსიკის ჟღერადობების სინთეზს წარმოადგენს.

------

23:00 - 02:00 – Yumi
02:00 - 04:00 – Stella Bossi
04:00 - 06:00 – Anna Sué

------

კონცერტზე მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა 16+

------

ფილეთის ფასი:

კალათა 1 - 40 ლარი
კალათა 2 - 50 ლარი
კალათა 3 - 60 ლარი

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: http://tkt.ge/StellaBossi 

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები