დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2024 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

22-01-2025 11:00:00

საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 12%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ 1,302,978.66 ათასი დოლარის ღირებულების 1,595,269.89 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა, 2023 წელს კი 1,418,191.63 ტონა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, რომელიც 2009 წლიდან 2024 წლამდე პერიოდს მოიცავს, გასულ წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის რეკორდია დაფიქსირებული. 

2024 წლის მაჩვენებლებით, საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, რომელზედაც ამ პროდუქტის იმპორტის 44%-ი მოდის.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ნავთობპროდუქტებს ყიდულობს:

  • რუსეთი - 698,122.22 ტონა,
  • ბულგარეთი - 221,161.01 ტონა,
  • რუმინეთი - 204,171.50 ტონა,
  • აზერბაიჯანი - 96,119.15 ტონა,
  • თურქეთი - 75,868.13 ტონა.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

15 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები