დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკას და უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას - Capital Finance International

საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკას და უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას - Capital Finance International

22-01-2025 12:12:00

ბრიტანული გამოცემა Capital Finance International - ი საქართველოს ეკონომიკურპოტენციალზე წერს და სტატიაში ეროვნული ბანკის საქმიანობას აფასებს. „ძლიერებასტაბილურობაშია" სიტყვებით აფასებს. 

 

„საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკას დაუზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას. სებ-მა ეფექტური მონეტარული პოლიტიკაგაატარა და საპროცენტო განაკვეთების დროული კორექტირება უზრუნველყო, რითაცწარმატებით მართა ინფლაციური მოლოდინები და ხელი შეუწყო ბიზნესისა დამომხმარებელთა ნდობის ხელსაყრელი გარემოს შექმნას", - ვკითხულობთ სტატიაში.

 

ჟურნალისტი, გლობალური ინფლაციური წნეხის მიუხედავად, საქართველოშიინფლაციის მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისიშეფასებით სებ-ის პროაქტიული მიდგომის შედეგია და აღნიშნავს, რომ სებ-ის"ძლიერება სტაბილურობაშია".

 

„გლობალური ინფლაციური წნეხის მიუხედავად, საქართველოს ინფლაციისმაჩვენებელი 2022 წლის საშუალოდ 11.9 პროცენტიდან 2023 წელს 2.5 პროცენტამდე,ხოლო 2024 წელს 1.1 პროცენტამდე შემცირდა. 2023 წლის მარტიდან ინფლაცია 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ნარჩუნდება, რაც სებ-ის პროაქტიულიმიდგომის დასტურია", - წერს სტატიის ავტორი. 

 

 

სტატიაში ასევე ხაზგასმულია ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რამაცფინანსური სტაბილურობის განმტკიცება უზრუნველყო და ქვეყანაში მდგრადი,ლიკვიდური და კარგად კაპიტალიზებული საბანკო სექტორი ჩამოაყალიბა. 

 

Capital Finance International-ი ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასებისასსაერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომქართული ფინანსური ინსტიტუტები აშშ-ისა და სხვა შესაბამისი მხარეების მიერრუსეთის ფედერაციის/ბელარუსის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციებისმოთხოვნათა სრული დაცვით მოქმედებენ. 

 

CFI.co ყოველკვარტალური ბეჭდური ჟურნალი და ონლაინ რესურსია, რომელიცაქტიურად აშუქებს ბიზნესის, ეკონომიკის და ფინანსების საკითხებს. CFI.co-ის სათავოოფისი ლონდონში მდებარეობს და გამოცდილი სარედაქციო გუნდითაადაკომპლექტებული. ყოველკვარტალურად მის ბეჭდურ გამოცემას საშუალოდ 186 000 მკითხველი ეცნობა, ონლაინ კი ყოველთვიურად 410 000 ნახვა აქვს.

 

ავტორი:

მარიამ ბახტაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები