დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ ვიზრუნოთ გარემოზე? – „თეგეტა გრინ პლანეტის“ ინფორმაციული ვიდეორგოლები

როგორ ვიზრუნოთ გარემოზე? – „თეგეტა გრინ პლანეტის“ ინფორმაციული ვიდეორგოლები

22-01-2025 13:42:00

რა როლი გვაკისრია უსაფრთხო გარემოს შექმნის პროცესში? რამდენად განსაზღვრავს ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენს კეთილდღეობასა და მომავალს? - სწორედ ამ კითხვებს პასუხობს თეგეტა გრინ პლანეტის მიერ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლები. სოციალურ ქსელში განთავსებული გრაფიკული ვიდეოების თემატიკა საავტომობილო ნარჩენების არასათანადო გადამუშავებაა და მიზნად ისახავს, მოქალაქეებმა გააცნობიერონ რეალური საფრთხე, რომელიც გარემოს ემუქრება, თუ ნარჩენების შესაბამისად გადამუშავებას არ უზრუნველვყოფთ.

კრეატიული და მარტივად აღქმადი ვიდეოების საშუალებით მაყურებლისთვის ადვილად გასაგები ხდება, როგორია ამ პროდუქტების სასიცოცხლო ციკლი, როგორ გადამუშავდება ისინი და მიიღება ახალი პროდუქტი.

 შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტისდირექტორი: თეგეტა გრინ პლანეტისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა უმთავრესი საზრუნავია, რაც სპეციფიკური ნარჩენების მართვას გულისხმობს და მათ რეციკლირებას, გადამუშავებასა და აღდგენას მოიცავს. ჩვენი სურვილი იყო, შეგვექმნა ვიდეორგოლები, რომლებიც ვიზუალურად დავერბალურად მარტივად გადმოსცემდა სათქმელს და საზოგადოებას მიაწვდიდა ინფორმაციას. ნარჩენი აკუმულატორების, ზეთების ნიადაგში ან წყალში მოხვედრა, საბურავების არალეგალურად გადაყრა ან მათი დაწვა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

 თანამედროვე მსოფლიოსთვის სპეციფიკური ნარჩენებისგან მიღებული ზიანის შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და საავტომობილო ნარჩენების არაკეთილსინდისიერი მართვის საკითხი საქართველოშიც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს ნარჩენები ხშირ შემთხვევაში არ იმართება ნარჩენების მართვის კოდექსისა და ევროპული სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენი მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ნარჩენების მავნებლობისა და მათი სწორი მართვის შესახებ. საავტომობილო ნარჩენები უნდა გადამუშავდეს კანონის, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად“.

თეგეტა ჰოლდინგში შემავალი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, „თეგეტა გრინ პლანეტი“, საავტომობილო სპეციფიკური ნარჩენების მართვას უზრუნველყოფს მათი გადამუშავებისა და რეციკლირების გზით. ორგანიზაცია ეკოსისტემის გაჯანსაღების მიზნით საქართველოს მასშტაბით აგროვებს აკუმულატორების ნარჩენებს. ეს ნარჩენები პარტნიორ ლიცენზირებულ საწარმოებში იგზავნება, სადაც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება, რის შედეგადაც მიიღება პლასტმასა, ტყვია და მჟავა. მოქალაქეებს, რომელთაც სურთ, წვლილი შეიტანონ უკეთესი სამყაროს შექმნაში, მხარი დაუჭირონ მწვანე ინიციატივებს და იზრუნონ გარემოზე, შესაძლებლობა აქვთ, ნარჩენების ჩასაბარებლადთეგეტა გრინ პლანეტსდაუკავშირდნენ.

ნარჩენი ზეთების შეგროვებათეგეტა გრინ პლანეტისსაქმიანობის კიდევ ერთი მიმართულებაანარჩენი ზეთების არალეგალურად დაღვრა მიწასა თუ წყალში, ან დაწვა გარემოსთვის საზიანოა. „თეგეტა გრინ პლანეტისმიერ აგროვებული ნარჩენი ზეთებიც პარტნიორ ლიცენზირებულ საწარმოში გადამუშავდება და შედეგად მიიღება სხვადასხვა საბოლოო პროდუქტი, მათ შორის საბაზისო ზეთი, ალტერნატიული ენერგიის წყარო და სხვ.

 გარემოსთვის არანაკლებ საზიანოა საბურავების არალეგალურად გადაყრა ან დაწვა. „თეგეტა გრინპლანეტიმთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს საბურავების ნარჩენებს და პარტნიორ ლიცენზირებულ საწარმოში სტანდარტის შესაბამისად გადაამუშავებს მათ, რის შედეგად მიღებული რესურსები საიზოლაციო სისტემების, ველობილიკების, მოედნების, რეზინის, ქვაფენილისა და სხვა პროდუქტების დასამზადებლად გამოიყენება.

აკუმულატორების, ზეთებისა და საბურავების გადამუშავებით მიღებული მასალების ხელახალი გამოყენება საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ნარჩენების სწორი მართვა პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

--

Tegeta Green Planet თეგეტა ჰოლდინგში შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.

ავტორი:

მარიამ ბახტაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები