დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Taobao-ს აპლიკაცია ინგლისურად ითარგმნა და ქართული ბაზრისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა -  Inex Group

Taobao-ს აპლიკაცია ინგლისურად ითარგმნა და ქართული ბაზრისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა -  Inex Group

22-01-2025 10:00:00

ქართული ბაზრისთვის ჩინური ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Taobao დღითი დღე უფრო ხელმისაწვდომი ხდება. გადამზიდავმა კომპანია Inex Group-ის ინიციატივითა და თანამშრომლობით Taobao 淘寶-ს აპლიკაცია ინგლისურად ითარგმნა. უკვე შეგიძლიათ  ყველაზე დიდი ჩინური ონლაინ მაღაზიიდან პირდაპირ საქართველოში გამოიწეროთ და ნივთი Inex Group-ის  საშუალებით მიიღოთ.

როგორც Business Insider Georgia-სთან  Inex Group-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა მიხეილ ბაბუნაშვილმა განაცხადა, Taobao-ზე შოპინგი უფრო გამარტივდა და უფრო ხელსაყრელი გახდა. 

„Inex Group-ის დახმარებით ჩინური ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Taobao საქართველოს ბაზარზე გასული წლის ბოლოდან შემოვიდა. რეალურად Taobao-სთან ოქტომბრიდან ვთანამშრომლობთ. ადრე, როდესაც მომხმარებელს Taobao-დან უნდოდა ნივთის გამოწერა, ამისათვის ის უნდა დარეგისტრირებულიყო Inex Group-ში, ან მსგავს კომპანიაში და Taobao-ს საიტზე მიეთითებინა Inex Group-ის, ან მსგავსი კომპანიის მიერ მონიჭებული ჩინეთის მისამართი და ამის შემდეგ ხდებოდა გამოწერა. ანუ  Taobao-ზე ყიდვისას პროდუქტს ყიდულობდი ვითომ ჩინეთის მისამართზე და ჩინეთის მისამართიდან ხდებოდა შემდეგ საქართველოში ჩამოტანა. რა ხდება ახლა? ახლა უკვე შედიხართ მობილურით, ან ვებ-გვერდის მეშვეობით Taobao-ს პლატფორმაზე, რეგისტრირდებით, როგორც ქართველი მომხმარებელი ქართული მისამართით. ანუ პირდაპირ იმ მისამართით, სადაც ცხოვრობ და უთითებ იმ ტელეფონის ნომერს, რითაც სარგებლობ. როდესაც კი Taobao-დან რაიმეს გამოიწერ უკვე ამ პროდუქტს საქართველოში ჩამოგიტანს Inex Group-ი. ასე, რომ Inex Group-ს Taobao-სთან ექსკლუზიური პარტნიორობა აქვს. ვინმეს თუ ქართული მისამართი აქვს მითითებული Taobao-ზე, ეს ყველაფერი საქართველოში ჩამოდის Inex Group-ით, მიუხედავად იმისა მანამდე იყავით თუ არა Inex Group-ის მომხმარებელი. თუ კი შენ ონლაინ შესყიდვას ახდენ Taobao-ზე გადაზიდვაში უკვე გემსახურებით ჩვენ - Inex Group-ი“, - აცხადებს მიხეილ ბაბუნაშვილი. 

Inex Group-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელის თქმით, Taobao არის Alibaba Group-ის კუთვნილება, რომელიც თავის მხრივ ჯეკ მა-ს საკუთრებაა.

„ეს არის ლეგენდარული პიროვნება. ფაქტობრივად ის არის ჯეფ ბეზოსი ჩინეთში. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩინეთში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. შესაბამისად, Alibaba არის B2B სეგმენტზე ორიენტირებული პლატფორმა, ხოლო Taobao კი არის B2C სეგმენტზე გათვლილი.

შესაბამისად, ის არის ყველაზე ცნობილი პლატფორმა ჩინეთში და მას ჰყავს ყველაზე მეტი კლიენტი და გამომწერი. ის მსოფლიოს ტოპ-3-ში შედის. აქვთ 6 მლრდ-ზე მეტი პროდუქტი. წარმოსადგენადაც კი რთულია თუ როგორ უნდა მართო 6 მლრდ პროდუქტი. პლუს მათ აქვთ ასეთი ფუნქცია: როდესაც ფოტოს გადაუღებ ნებისმიერ ნივთს, ამ ფოტოთი ნივთის პოვნა და ამოგდება ხდება Taobao-ზე. ანუ სახლშიც, რომ რაიმე ნივთს ფოტო გადაუღო სავარაუდოდ იმ 6 მლრდ-დან რამდენიმეს იპოვი. Taobao-ს აქვს ყველაფერი“, - აცხადებს Inex Group-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, Taobao-ს პლატფორმიდან გამოწერები თვიდან თვემდე მზარდია და მას უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ემატება. პლატფორმის მომხმარებლების რაოდენობა მზარდია საქართველოშიც. 

„გინდა არ გინდა Taobao-ს მომხმარებლები იყო მაინც ლიმიტირებული, რადგანაც ის იყო ჩინურ ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ google chrome-ს მეშვეობით და google translate-ის დახმარებით თარგმნა შესაძლებელი იყო, მაგრამ მაინც აპლიკაცია იყო ჩინური და ზოგიც ამის გამო არ სარგებლობდა.

საქართველოს ბაზარზე TEMU-დან უკვე ბევრი გადავიდა Taobao-ზე. TEMU-ს გათვლა იყო არა ჩინური ბაზარი, არამედ საერთაშორისო მარკეტი და ამიტომაც ის არასოდეს არ ყოფილა მხოლოდ ჩინურ ენაზე. TEMU-ს აქვს სხვა პოლიტიკა, მაგალითად დელივერი „უფასოდ“, მაშინ როდესაც ცხოვრებაში უფასო არაფერი არ არის. რეალურად ეს ფასი შედის მთლიან ტარიფში და საბოლოო ჯამში უფრო ძვირია. იქიდან გამომდინარე, რომ Taobao-ზე აბსოლუტურად ყველაფრის ნახვა შეიძლება, შეგიძლია 1 ცენტადაც გამოიწერო რაღაცა ნივთი, ან თუნდაც ბრენდების, მაგალითად Dolce & Gabbana-ს ნივთი იყიდო.  TEMU-ზე კი ნივთების ლიმიტირებული რაოდენობაა და მას ისე აქვს გათვლილი, რომ ნივთები არის პატარა, ვინაიდან გადაზიდვა შედის საერთო ფასში, საბოლოოდ პროდუქტი რომ ძვირი არ დაჯდეს.Taobao-ს კი არანაირი შეზღუდვა არ აქვს და იდეაც ისაა, რომ არის ხარისხიანი, ხარისხზე ორიენტირებული ონლაინ მაღაზია. თუ კი სხვა ჩინურ ონლაინ მაღაზიაზე ძალიან ბევრ უხარისხო ნივთს ნახავთ, Taobao ამას დიდ ყურადღებას უთმობს და ხარისხს აკვირდება. ჩინელების წარმოდგენაში Taobao არის ის მაღაზია, სადაც პრემიუმ სეგმენტის პროდუქცია უნდა იყიდო“, - აღნიშნავს მიხეილ ბაბუნაშვილი.

Inex Group-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ამბობს, რომ Taobao-ს პლატფორმის ინგლისურ ენაზე თარგმნა Inex Group-ის თანამშრომლობით მოხდა. 

„ინგლისურად თარგმნა ჩვენი ინიციატივით და ჩვენთან თანამშრომლობით მოხდა. უკვე ქართველებს უფრო მასშტაბურად ეძლევათ საშუალება, რომ გაეცნონ Taobao-ს და იქ იშოპინგონ. 6 მლრდ პროდუქციის თარგმნას გარკვეული დრო სჭირდება და ჯერჯერობით ყველაფერი ნათარგმნი არ არის. თუმცა ნელ-ნელა თარგმნილი პოზიციები ემატება“, - აღნიშნა მიხეილ ბაბუნაშვილმა. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

25 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები