ტრამპი ევროკავშირის წინააღმდეგ სავაჭრო ტარიფების დაწესებას გეგმავს, ამ ფონზე კი ოქროს ფასი ბოლო ორი თვის მაქსიმუმს აღწევს. Fed მომავალ კვირაში განაკვეთს სავარაუდოდ უცვლელად შეინარჩუნებს. ANZ კი ელოდება, რომ ოქროზე საინვესტიციო მოთხოვნა გაიზრდება
ოთხშაბათს ოქროს ფასმა 11 კვირის მაქსიმუმს მიაღწია, რითაც გასულ წელს დაფიქსირებულ ყველა დროის პიკს მიუახლოვდა. ეს ყველაფერი კი გამოწვეული იყო უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნით, რაც განპირობებულია აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის გაურკვევლობით და დოლარის შესუსტებით.
ირკვევა, რომ სპოტ ოქროს ფასი 0,3%-ით გაიზარდა და უნციაზე 2751,89 აშშ დოლარი შეადგინა. ოქროს ფასმა ყველა დროის რეკორდი 2024 წლის ოქტომბერში დაამყარა, როდესაც მისმა ფასმა 2,790.15 დოლარი შეადგინა.
აშშ-ის ოქროს ფიუჩერსები ასევე 0,3 პროცენტით გაიზარდა და 2768,40 აშშ დოლარი შეადგინა.
უახლესი
1 საათის წინ
საერთაშორისო ბირჟებზე შაქრის ფასი დაეცა2 საათის წინ
,,დადარი" თბილისში მაღაზიის გახსნას გეგმავს3 საათის წინ
ოქროს ფასი იზრდება