2024 წელი საავტომობილო ქსელის განვითარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა განაცხადა.
მისი განმარტებით, 2024 წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რადგანაც გზების გახსნის და დასრულების თვალსაზრისითაც უპრეცედენტო წელი იყო.
„2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის და თვითონ საავტომობილო ქსელის განვითარების თვალსაზრისით. ძალიან უპრეცედენტო და გადაჭარბებული ბიუჯეტით და ამაზე გაკეთებული საქმეც მეტყველებს. 2024 წლის ჩვენი დაზუსტებული ბიუჯეტი 1 მლრდ 933 მლნ ლარი იყო, შემდეგ უკვე 2 მლრდ 19 მლნ ლარი.
საბოლოო ჯამში ჩვენმა შესრულებამ 2 მლრდ 160 მლნ-ს მიაღწია. ასევე გზების გახსნის და დასრულების თვალსაზრისითაც უპრეცედენტო წელი იყო ჩვენთვის. არასდროს საავტომობილო გზების ისტორიაში 88 კმ მაგისტრალური გზა არ გახსნილა. მათ შორის იყო კახეთის გზატკეცილზე თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთი, ასევე ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მონაკვეთი, ეს იყო ასევე ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მონაკვეთი. ასევე, რიკოთის 21 კმ-იანი მონაკვეთი: არგვეთა-შორაპანი 15 კმ-იანი და რიკოთის პირველი მონაკვეთის 6 კმ-იანი მონაკვეთი. ასევე ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იან მონაკვეთში ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვქონდა. 2024 წელს ჩვენ შევძელით და 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრითი სამუშაოები დავასრულეთ და ასევე დავასრულეთ 9 კმ-იანი საევაკუაციო გვირაბის გაჭრითი სამუშაოები. ამ 23კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მთლიანობაში აქტიური წელი გვქონდა არამხოლოდ სამშენებლო თვალსაზრისით, არამედ გზების რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვის თვალსაზრისითაც. მთელი საქართველოს მასშტაბით 1100 კმ მონაკვეთზე ვაკეთებდით 149 პროექტს, საიდანაც 530 კმ გზებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ასევე მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ასევე ნაპირდაცვითი სამუშაოები, სადაც მთლიანობაში 27 კმ-იან მონაკვეთს ვაკეთებდით და 14 კმ-იანი მონაკვეთი სრულად დავასრულეთ. მნიშვნელოვანი წელი იყო, როგორც ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით, ისე გაკეთებული საქმეების თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.
უახლესი
1 საათის წინ
საერთაშორისო ბირჟებზე შაქრის ფასი დაეცა2 საათის წინ
,,დადარი" თბილისში მაღაზიის გახსნას გეგმავს3 საათის წინ
ოქროს ფასი იზრდება