დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ ₾39,2 მილიონი შეადგინა

2022 წელს სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ ₾39,2 მილიონი შეადგინა

10-04-2023 18:45:10

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში მოქმედი  სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1 105,5 მილიონ ლარია. 2021 წელს ეს 985 მილიონს შეადგენდა, ხოლო კაპიტალი 343,2 მილიონ ლარს - წინა წელს ეს მაჩვენებელი 324 მილიონი იყო.

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2022 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 909,6 მილიონი ლარი (წინა წელს - 773 მილიონი).

ამავე პერიოდის შედეგებით  მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 210,3 მილიონი ლარი (წინა წელს იყო 172 მილიონი), წმინდა მოგებამ კი 39,2 მილიონი ლარი - წინა წელს ეს მონაცემი 40 მილიონ ლარს შეადგენდა, 2020-ში - 47.6 მილიონს.

ამასთან, სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 18% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით და საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7% დაზღვეულია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები