დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
12 მარტს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება - რა გადაწყვეტილებას მიიღებს სებ-ი

12 მარტს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება - რა გადაწყვეტილებას მიიღებს სებ-ი

10-03-2025 13:24:00

12 მარტს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება. წინა სხდომაზე, რომელიც 29 იანვარს გაიმართა სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ორჯერ წინასწარ დადგენილი კალენდრის შესაბამისად. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყოველი სხდომის ჩატარების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ქვეყნდება კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელშიც განმარტებულია გადაწყვეტილების მიზეზები და განმსაზღვრელი ფაქტორები.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები