დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტი „გახდი მრბოლელი" დაიწყო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტი „გახდი მრბოლელი" დაიწყო

10-03-2025 17:41:00

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით პროექტი „გახდი მრბოლელი“ დაიწყო. პირველ ტურში მონაწილეობა 14-დან 17 წლამდე ასაკის 60-მა მრბოლელმა ფედერაციის კარტინგებით მიიღო.

პირველ ტურს საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილეები ირაკლი მეძმარიაშვილი და ლაშა მაღრაძე ესწრებოდნენ.

პირველი ტურის შემდეგ გამოვლინდა 20 საუკეთესო მრბოლელი, რომლებიც მონაწილეობას მეორე ტურში მიიღებენ. მომდევნო ეტაპზე რვა გამარჯვებული მრბოლელი გამოვლინდება, რომლებიც 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატზე კარტინგში უსასყიდლოდ იასპარეზებენ.

გამარჯვებული მრბოლელები უზრუნველყოფილი იქნებიან კარტინგით, საწვავით, საბურავებით და რბოლასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯით წლის განმავლობაში გამართულ 12-ვე რბოლაზე. მეორე ტური 23 მარტს გაიმართება.

შარშან, კარტინგის ხელშეწყობის მიზნით, საავტომობილო სპორტის ფედერაციას 12 ერთეული კარტინგი გადაეცა. კარტინგების შესაძენად, მათი ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის 109 458,43 ლარი გამოიყო.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები