ჩვენი ეროვნული ამოცანა არის ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ჩვენ ამ ცივილიზაციის ნაწილი კი არ უნდა გავხდეთ და ევროპაში კი არ უნდა შევიდეთ, ჩვენ უკვე ამის ნაწილი ვართ. ამ ნაწილებს შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონოდა საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ამის ნაწილი ვართ. ჩვენ ვართ ევროპა და დასავლური ცივილიზაცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
„ახლა რასაც ვუყურებთ ეს ხომ არის პირდაპირი სცენარი, რა იქნებოდა 2022 წლის თებერვალში, ამ ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენელი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ან ჩვენ დაგვეჯერებინა მაშინ ოპოზიციისთვის. საქართველო იქნებოდა დანგრეული, მგლოვიარე, რომელსაც სახვეწარი ექნებოდა მშვიდობა“, - დასძინა მან.
პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა იმ ბრალდებას, თითქოს საქართველო იზოლაციაშია მოქცეული და აღნიშნა, რომ ეს პროპაგანდა იმ ადამიანების მოფიქრებულია, ვისაც ჩვენს ქვეყანაში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა სურს.
„ჩვენს ქვეყანაში არანაირი იზოლაცია არ არსებობს. როგორ შეიძლება იზოლაცია იყოს და 11,1%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს?! არსებობს პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც აქვს კონკრეტული ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ საქართველო გამოიყენონ იარაღად ამ გლობალურ ომსა და პროქსიომში. ის, რომ საქართველო თავს არ აყენებინებს იარაღად, ამის გამო ვიღაცები ეძებენ გზებს როგორ შეცვალონ ეს მდგომარეობა. მოიყვანონ მარიონეტული ხელისუფლება საქართველოს სათავეში, რომელიც შემდეგ მათ მითითებებს შეასრულებს. ეს პროპაგანდა, რომ თითქოს ქვეყანა იზოლაციაშია, მათივე მოფიქრებულია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
უახლესი
1 საათის წინ
Cosmo-მ ასორტიმენტი გააფართოვა3 საათის წინ
Nika Hotel and Club გაფართოებას გეგმავს