დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
12 აგვისტოს ბაზარი ორბელიანის ტერასაზე - Bazari Orbeliani x Aperol Spritz

12 აგვისტოს ბაზარი ორბელიანის ტერასაზე - Bazari Orbeliani x Aperol Spritz

11-08-2023 21:45:52

12 აგვისტოს 20:00 საათზე, ბაზარი ორბელიანის ტერასაზე Bazari Orbeliani x Aperol Spritz-ის ერთობლივი ივენთი გაიმართება. 

ტერასაზე მისულ სტუმრებს welcome drink-ებით გაუმასპინძლდებიან. თბილისის ულამაზესი ხედების პარალელურად დამსწრეთა გართობაზე და მუსიკალურ გაფორმებაზე DJ BUDO იზრუნებს.

„ვიფიქრე, რომ ზაფხულის ცხელ დღეებს ტერასაზე ყველაზე სასიამოვნოდ გაატარებ, ამიტომაც აპეროლთან ერთად გამაგრილებელი და სასიამოვნო ღონისძიება მოგიმზადე“, - აღნიშნულია ივენთის აღწერაში.

დასწრება თავისუფალია და Welcome drink-სთვის მხოლოდ ამ ფორმის შევსება დაგჭირდება: https://bit.ly/45g3GCK

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები