დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი ავიაკომპანია მოემსახურა საქართველოს ავიაბაზარზე ყველაზე მეტ მგზავრს?

რომელი ავიაკომპანია მოემსახურა საქართველოს ავიაბაზარზე ყველაზე მეტ მგზავრს?

14-01-2025 12:43:00

საქართველოს ავიაბაზარზე ყველაზე მეტ მგზავრს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი მოემსახურა. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს აეროპორტებში Wizz Air-ის შემდეგ ყველაზე მეტ თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი მოემსახურა, ხოლო მესამე პოზიციას ქართული ავიაგადამზიდავი Georgian Airways-ი იკავებს.

2024 წლის მონაცემებით საქართველოს ავიაბაზარის TOP-5 მოთამაშე:

1. Wizz Air,

2. ⁠Turkish Airlines,

3. ⁠Georgian Airways,

4. ⁠Pegasus Airlines,

5. ⁠Azerbaijan Airlines.

2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრებისა და რეისების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2024 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიული იყო და ჯამურად ყველა აეროპორტი 7,425,399 მგზავრსა და 31,937 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის რაოდენობა 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა – 25 %-ით გაიზარდა. (2023 წელი – 5,986,754 მგზავრი, ⁠25,607 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) ინფორმაციით, 2024 წელს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში – 4,750,830 მგზავრი დაფიქსირდა. რაც ასევე, რეკორდული მაჩვენებელია და შესრულდა 22,715 რეისი. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29%-ით გაიზარდა და რეისები 30%-ით გაიზარდა. (2023 წელი – 3,693,942 მგზავრი, ⁠17,456 – რეისი).

რაც შეეხება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, 2024 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ, 1,722,809 მგზავრსა და 5,078 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი კი 3%-ით და რეისების რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. (2023 წელი -1,671,306 მგზავრი, 5041 -რეისი).

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გასულ წელს, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც 951,760 მგზავრსა და 4,144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა. (2023 წელი – 621,506 მგზავრი, ⁠3,110 -რეისი).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები