დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპის ცენტრალური ბანკი ზედმეტად ნელა ამცირებს განაკვეთებს, რათა შეამსუბუქოს რეგიონის ეკონომიკური სტაგნაცია - TBC Capital

ევროპის ცენტრალური ბანკი ზედმეტად ნელა ამცირებს განაკვეთებს, რათა შეამსუბუქოს რეგიონის ეკონომიკური სტაგნაცია - TBC Capital

14-01-2025 19:00:00

ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) მზარდი ზეწოლის ქვეშაა, რომ მიიღოს უფრო აქტიური ზომები ევროზონის ეკონომიკის მხარდასაჭერად, რომელიც მნიშვნელოვანი რეცესიის რისკების წინაშეა. ამის შესახებ თიბისი კაპოტალის მიერ მომზადებულ „კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია“ აღნიშნული.

კრიტიკოსები, მათ შორის Financial Times-ის მიერ გამოკითხული არაერთი ეკონომისტი, ამტკიცებენ, რომ ECB ზედმეტად ნელა ამცირებს განაკვეთებს, რათა შეამსუბუქოს რეგიონის ეკონომიკური სტაგნაცია. მოსალოდნელია, რომ ECB წელს განაკვეთებს მინიმუმ 100 საბაზისო პუნქტით შეამცირებს.

„წინასწარი შეფასებით, ევროზონის სამომხმარებლო ფასების წლიური ინდექსი (CPI) დეკემბერში 2.4%-მდე გაიზარდა, ნოემბრის 2.2%-თან შედარებით. ეს ზედიზედ მესამე თვეა, რაც ინფლაცია იზრდება, ფასების მაჩვენებელი კი ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალია, რაც ბაზრის მოლოდინებთან შესაბამისობაშია. წლის ბოლოს ზრდა მოსალოდნელი იყო საბაზისო ეფექტების გამო, რადგან გასულ წელს ენერგიის ფასების მკვეთრი ვარდნა წლიურ შედარებებში აღარ აისახა (ენერგიის ფასები პირველად გაიზარდა ივლისის შემდეგ), ხოლო მომსახურების სექტორის ისედაც მაღალმა ინფლაციამ შემცირების ნაცვლად ზრდა დაიწყო“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები