დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 25% 1-დან 3 წლამდე ობლიგაციებს უკავია

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 25% 1-დან 3 წლამდე ობლიგაციებს უკავია

14-01-2025 16:00:00

დეკემბერში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ 305.5 მლნ ლარი  შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბერში 6 გამოშვებისა და 1 გამოსყიდვის აუქციონი ჩატარდა.

საანგარიშო პერიოდში საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთი 8.366%ით განისაზღვრა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, დეკემბერში გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 80 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები. 

2024 წლის 31 დეკემბრისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 38% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 3-5 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 1-დან 3 წლამდე ობლიგაციებს (დაახლოებით 25%).

მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (ნოემბერი 2.33) შედარებით შემცირდა და 2.05 შეადგინა. დეკემბერში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა უმნიშვნელოდ შემცირდა და 3.5 წელი შეადგინა (ნოემბერი 3.52 წელი).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები