რაჭის მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების რეაბილიტაცია, ჯვარი-წყალტუბოს 500 კვ-იანი ელექტრო გადამცემი ხაზის და ასევე აირუმი-გარდაბანის 500 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობა, - ეს იმ პროექტების მცირედი ჩამონათვალია, რომელზედაც მუშაობას Georgian Dynamic Power • ჯორჯიან დაინემიკ ფაუერი 2025 წელს გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „ჯორჯიან დიანემიკ ფაუერის“ დამფუძნებელმა გეგა ქორიძემ განაცხადა, გასული 2024 წელის კომპანიისთვის საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერი წელი იყო.
„2024 წელი საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო შპს „ჯორჯიან დაინემიკ ფაუერისთვის“. საქართველოში ამჟამად ბევრი საერთაშორისო პროექტი მიმდინარეობს ახალი მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობის მხრივ, რაც მისასალმებელია. სომხეთთან იგეგმება სახელმწიფოებთაშორისი 500 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის გარდაბანი აირუმის მშენებლობა რაც პრაქტიკულად შეკრავს წრეს საქართველოს როგორც ელექტრო ენერგიის სატრანზიტო ჰაბის.
აღნიშნული ხაზის მშენებლობის შემდგომ საქართველოს ექნება მაღალი ძაბვის კავშირი რეგიონის ყველა მეზობელ ქვეყანასთან, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი“, - განმარტავს გეგა ქორიძე.
„ჯორჯიან დიანემიკ ფაუერის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ 2024 წელს კომპანიამ წარმატებით დაასრულა და უკვე ძაბვის ქვეშ იმყოფება შემდეგი პროექტები :
220 კვ ორჯაჭვა ელექტრო გადამცემი ხაზი “ჭარნალი” 27 კმ მშენებლობა;
220 კვ ელექტრო გადამცემ ხაზ “ჭარნალ”-ზე ოპტიკურ ბოჭკოვანი გვარლით მეხდამცავი სისტემისა და SCADA მონაცემთა მიმოცვლის მოწყობილობების დამონტაჟება;
220 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობა 500 კვ ქვესადგურ “წყალტუბო”-ს და 220 კვ ქვესადგურ “წყალტუბო”-ს შორის: 220 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობა 500 კვ ქვესადგურ “წყალტუბო”-ს და 220 კვ ქვესადგურ “წყალტუბო”-ს შორის:
110 კვ ორჯაჭვა ელექტრო გადამცემი ხაზი “ვარციხე” 17.5 კმ მშენებლობა;
110 კვ ორჯაჭვა ელექტრო გადამცემი ხაზი “თიანეთი 1-2” 23 კმ მშენებლობა;
35 კვ ქვესადგური “ბათუმი 5” მშენებლობა;
35 კვ ქვესადგური “აბასთუმანი” მშენებლობა;
110 კვ ქვესადგური “აბასთუმანი-2” მშენებლობა;
კურორტ აბასთუმნის მაღალი ძაბვის მიწისქვეშა საკაბელო არხებით დაქსელვა 30 კმ.
ხოლო რაც შეეხება „ჯორჯიან დიანემიკ ფაუერის“ 2025 წლის გეგმაში, კომპანიის დამფუძნებელი სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ იგეგმება „ენერგო პრო ჯორჯიას“ კუთვნილი 110 კვ რაჭის მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების რეაბილიტაცია 46 კმ.
„აქვე აღსანიშნავია, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მუდმივი ზრუნვა მისი კუთვნილი ელექტრო გადამცემი ქსელის საიმედოობის გაზრდის მიმართულებით, რათა საქართველოს მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდებოდეს ელექტროენერგია.
აღნიშნული რაჭის ელექტრო გადამცემი ხაზის რეაბილიტაციისას საქართველოში პირველად გამოყენებული იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სადენი ფოლადის არმირების ღეროების გარეშე, რომელიც 1.5-ჯერ მეტ ელექტროენერგიას ატარებს კვეთის ერთეულზე და ყინულმოცვის კუთხით, სამჯერ უფრო მედეგია არსებული სტანდარტის სადენებთან შედარებით.
აგრეთვე ვგეგმავთ, ჯვარი-წყალტუბოს 500 კვ-იანი ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობას და საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელობა აირუმი-გარდაბანი 500 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობას“, - განაცხადა „ჯორჯიან დიანემიკ ფაუერის“ დამფუძნებელმა გეგა ქორიძემ.
უახლესი
7 საათის წინ
ლარის კურსი ევროსთან და დოლართან ისევ გამყარდა