დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინეთიდან საქართველოს გავლით სარკინიგზო ვაგონების რაოდენობა 4-ჯერ გაიზრდება - „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

ჩინეთიდან საქართველოს გავლით სარკინიგზო ვაგონების რაოდენობა 4-ჯერ გაიზრდება - „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

13-01-2025 19:00:00

საქართველოს შუა დერეფნის კონტექსტში აქტუალურობას არ კარგავს და როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ განაცხადა, ჩინეთიდან საქართველოს გავლით სარკინიგზო ვაგონების რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა სახის ტვირთით იქნება დატვირთული, 4-ჯერ გაიზრდება. 

„2025 წელზე კომპანიამ დაგეგმა დაახლოებით გაოთხმაგება, არსებული ტვირთნაკადის ჩინეთიდან ევროპის დანიშნულებით, საქართველოზე გავლით. საუბარია წლიურად, მინიმუმ 45-50 ათასი კონტეინერის გატარებაზე. ნოემბერში, კომპანია სტუმრობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, სადაც ხელი მოეწერა გარანტირებული წლიური 600 ბლოკ-მატარებლის გამოგზავნას ჩვენი დანიშნულებით, შემდგომ რა თქმა უნდა თურქეთსა და ევროპაში, ცხადია საქართველოზე გავლით. დაახლოებით 45 ათასზე მეტი კონტეინერი გამოდის. ჩვენს დერეფანში მსგავსი ციფრები არასოდეს არ დაფიქსირებულა. იმედია, რომ კომპანია, რომელიც ასევე 2024 წელს დაფუძნდა, ეს არის საქართველოს-აზერბაიჯანის-ყაზახეთის ერთობლივი კომპანია, რომლის მთავარი ფუნქცია ჩინეთიდან გაზარდოს ექსპორტი ჩვენი დერეფნის მიმართულებით, ასევე ჩინეთმა გამოხატა ინტერესი, რომ ამ კომპანიას შემოერთებოდა. ჩვენ ამ პროექტზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში ხელიც მოეწერება ამ ახალ ხელშეკრულებას“, - აღნიშნა დავით ფერაძემ.

საგულისხმოა, რომ 2024 წელს „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავალი დაახლოებით 8%-ით გაიზარდა და 686 მლნ ლარს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის საოპერაციო მოგებამ 22%-იანი მატება დააფიქსირა და 36 მლნ ლარით გაიზარდა. 

„EBITDA-ს მარჟამ მიაღწია 31%-ს, რაც სარკინიგზო ინდუსტრიაში საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა მთავარი შემოსავლები საქართველოს რკინიგზისთვის არის სარკინიგზო გადაზიდვებიდან. შემოსავლების დაახლოებით 90%-ი მოდის ამ მიმართულებიდან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ წელს სატრანზიტო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს - 5,4 მლნ ტონა, ეს არის 8 წლის რეკორდი. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, 100 წლიანი მაქსიმალური ნიშნული ეს არის ჩინეთის სარკინიგზო გადაზიდვები საქართველოს დანიშნულებით. 2024 წელს 13 ათასი კონტეინერი გადაიზიდა და მაქსიმუმს მიაღწია შავი ზღვიდან სომხეთის დანიშნულების ნავთობპროდუქტების გადატანამ. ეს არის დაახლოებით 445 ათასი ტონა ტვირთი, მათ შორის ნავთობპროდუქტები“, - განაცხადა დავით ფერაძემ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები