დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო ქონების 2024 წლის პრივატიზაციის გეგმა 100%-ით შესრულდა

სახელმწიფო ქონების 2024 წლის პრივატიზაციის გეგმა 100%-ით შესრულდა

14-01-2025 13:03:00

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2024 წლის პრივატიზაციის გეგმა 100%-ით შეასრულა. აქტიური საპრივატიზებო მოქმედებების  შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხის მოცულობამ  ჯამში  236 000 896 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპრივატიზებო გეგმა 236 000 000 ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 1 436 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, ხოლო აუქციონის წესით გაყიდულ ქონებების ოდენობამ ჯამში 603 ობიექტი შეადგინა. 
სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად შეთავაზებს. გაცნობებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები