საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ:
,,საქართველოს ბანკი ყოველთვის იცავდა და დაიცავს საკუთარი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას.
ამასთანავე, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, გავაგრძელებთ ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულებას - მომხმარებლებს შეუფერხებლად მივაწოდოთ საბანკო სერვისები ნებისმიერ ვითარებაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, 1994 წლიდან, საქართველოს ბანკი ავითარებს საცალო და პერსონალური ბანკინგის მიმართულების პროდუქტებს და სერვისებს, რომლითაც დღეისათვის 1.9 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი სარგებლობს. საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლო სახელის ქვეშ, საქართველოს ბანკი დღეს 7 ათასამდე თანამშრომელს აერთიანებს.
წლების განმავლობაში, კომპანია ლიდერი ბანკის სტატუსს ფლობს, როგორც ფინანსური მაჩვენებლებით, ისე მოსახლეობის აღქმაში.
უახლესი