საქპატენტისა და WIPO-ს ჩართულობით 2025 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სპეციალური პროგრამა სტუდენტების მიღებას დაიწყებს. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადა, საქართველო იქნება მე-19 ქვეყანა, სადაც მსგავსი პროექტი განხორციელდება.
„ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმოება - ეს იქნება ის მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, როგორც სამაგისტრო პროგრამას ისე განახორციელებს. რაც მთავარია ეს იქნება საქპატენტის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი. მოგეხსენებათ, რომ WIPO ეს არის გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაცია.
საქპატენტი სხვადასხვა ონლაინ პროექტებს ახორციელებს სასწავლო ცენტრის მეშვეობით და ვთანამშრომლობთ მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიასთან. თუმცა, აქ საუბარია პირდაპირ სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც მსოფლიოში მეცხრამეტე იქნება. მათ შორის ასეთი პროგრამა არის პოლონეთში, იტალიაში, ჩინეთში და სხვა. ეს სამაგისტრო პროგრამები მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარულია. როდესაც გაეროა ჩართული და ასეთი ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაცია უჭერს მხარს, ბუნებრივია მას უკვე აქვს თავისი რეიტინგი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს საქპატენტის როლზე და ბუნებრივია მიუთითებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე. ეს არის ჩადებული საძირკველი საქართველოს მომავლისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს თანამშრომლობისათვის და მადლობა მინდა ვუთხრა ადამიანს, რომელმაც ის დაარსა, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ვსაუბრობ. ეს არის უნიკალური უნივერსიტეტი, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში და რეგიონში საუკეთესო. ეს ჩემი სიტყვები არ არის ნამდვილად. როდესაც ვსაუბრობდით ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან, როდესაც ნახეთ თუ რა ტიპის უნივერსიტეტთან ჰქონდათ საქმე, არც კი დაფიქრებულან ისე დაიწყეს თანამშრომლობა. ჩვენ უკვე იმედი გაქვს, რომ 2025 წელს პირველი სტუდენტების მიღებას შეძლებს და რაც მნიშვნელოვანია, სტუდენტები არ იქნებიან მხოლოდ საქართველოდან. სტუდენტები იქნებიან მთელი მსოფლიოდან. იმ 18 ქვეყანაში, სადაც ასეთი ტიპის სამაგისტრო პროგრამას ახორციელებენ უნივერსიტეტები, საერთაშორისო სტუდენტების სწავლას აფინანსებს უშუალოდ გაერო“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.
უახლესი
8 საათის წინ
როგორია საქპატენტის და ბიზნესის თანამშრომლობა9 საათის წინ
2025 წელს წარმოების ზრდას ვგეგმავთ - ,,ჩაროზი"12 საათის წინ
ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე