რკინიგზის მოდერნიზაცია ფაქტობრივად დასრულებულია და ამ დროისათვის სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ,,იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ განაცხადა.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, პროექტის ადგილზე გასაცნობად ქვეყანას ჩინეთის რკინიგზის მაღალჩინოსნები უკვე სტუმრობდნენ, რათა ადგილზე გასცნობოდნენ „საქართველოს რკინიგზის“ გამტარუნარიანობის ზრდისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს.
„რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი არის ჩვენი ისტორიული პროექტი და ასევე დიდი მნიშვნელობის პროექტია, როგორც საქართველოს რკინიგზისთვის ასევე ქვეყნისთვის. იდეაში სატვირთო გადაზიდვების კუთხით პროექტი უკვე დასრულებულია. დღესვე შეგვიძლია გავატაროთ ჩვენი სატვირთო მატარებლები. ამჟამად მიმდინარეობს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების ინსტალაცია. ჩინური დელეგაცია იყო ჩამოსული. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ პირველად ისტორიაში საქართველოს რკინიგზას ჩინეთის რკინიგზის პირველი პირები ესტუმრნენ. ეს იყო დაახლოებით 2024 წლის სექტემბერში. ისინი ადგილზე გაეცნენ ჩვენს მოდერნიზაციის პროექტს, ჩინური კომპანია არის მშენებელი, რომელიც იდეაში უკვე დასრულებულია. ასევე მათ მოითხოვეს და ვიზიტით ესტუმრნენ ჩვენს საზღვაო სანაპიროებს, პორტები ნახეს, ტერმინალები. იდეაში რკინიგზის მოდერნიზაცია დასრულებულია და უფრო და უფრო დაიწყება ტვირთებზე საუბარი. ნახეს, რომ გამტარუნარიანობა გაზრდილია, კომპანია ფინანსურად მყარად დგას. მათ თავისი თვალებით ნახეს ყველაფერი, დაახლოებით 20 ადამიანი იყო ჩამოსული. დელეგაცია სამჯერ გვსტუმრობდა სხვადასხვა მიმართულებით: სატვირთო, ტექნიკური შეფასება და ტერმინალები. წლის ბოლოს დაიდო 13 ათასი კონტეინერის მაჩვენებელი, რაც ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა“, - აცხადებს დავით ფერაძე.
უახლესი
8 საათის წინ
როგორია საქპატენტის და ბიზნესის თანამშრომლობა9 საათის წინ
2025 წელს წარმოების ზრდას ვგეგმავთ - ,,ჩაროზი"12 საათის წინ
ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე