კომპანია „კეთილი და პატიოსანი“ ჩამოყალიბდა 2013 წელს და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. 2024 წელს კომპანიის წარმომადგენელი დადებითად აფასებს და 2025-ში არაერთი სიახლის განხორციელებას გეგმავს.
კომპანიის წარმომადგენელმა, იოსებ მანჯავიძემ Business Insider Georgia - თან სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა.
„ასორტიმენტი საკმაოდ ვრცელი გვაქვს. ეს მოიცავს, როგორც დასალევ ხილ-ბოსტნეულს ,,კეთილი და პატიოსანი“ - ს ბრენდით, ასევე „პოპორელს“, რომელიც არის სოუსების ხაზი. კერძოდ, ტყემალი და სხვადასხვა სახის სოუსები. მესამე ბრენდზე ვმუშაობთ და უახლოეს პერიოდში შემოვალთ ბაზარზე. ამჟამად, მიმდინარეობს ეტიკეტის დამუშავება და სხვა მსგავსი საკითხების მოგვარება. ეს არის „ნექტარი“ გამაგრილებელი სასმელი“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა იოსებ მანჯავიძემ.
უახლესი
7 საათის წინ
ლარის კურსი ევროსთან და დოლართან ისევ გამყარდა