„ბათუმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია. მოგეხსენებათ ჩვენი პროექტები „კუბი“ და „ოვალი“ სწორედ ბათუმში მდებარეობს და ისინი ძირითადად საინვესტიციო პროექტებია, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ორივე პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს ფრანგულ საერთაშორისო ბრენდ „ლუქს ჰოტელს გრუპთან“ თანამშრომლობით და ორივე პროექტში განთავსება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „როიალ ტულიპი“.
„ლუქს ჰოტელს გრუპი“ ეს არის საერთაშორისო ფრანგული ბრენდი, რომელიც 54 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 1600-მდე სასტუმროს აერთიანებს. მათ მშენებლობის საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვთ. ჩვენ როდესაც მათთან თანამშრომლობა დავიწყეთ ამ სტანდარტებზე იყო საუბარი და მოხარული ვარ, რომ მიმდინარე პროცესში ჩვენ ამ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ“, - აცხადებს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლის“ ბათუმის პროექტებმა „ოვალი“ და „კუბი“ საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვეს.
„საერთაშორისო დონეზე გასვლა რა თქმა უნდა ჩვენს სტრატეგიაში არის, თუმცა მეორეს მხრივ ბათუმის ნაწილზე ვიტყვი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა თავი იგრძნოს კომფორტულად, თუმცა ვფიქრობთ, რომ ინფრასტრუქტურული იერსახით პროექტები მაქსიმალურად მოერგოს რეგიონს, ქალაქს და ასე შემდეგ. ბათუმის ნაწილში ეს პროექტები დაამშვენებს იქაურ იერსახეს“, - მიიჩნევს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
„მეტროპოლი“ ბაზარზე ორი წელია ოპერირებს და დღეისათვის 12 პროექტს აერთიანებს, საიდანაც 6 მიმდინარეა.
„დაახლოებით 2 წელი და რამდენიმე თვეა რაც ბაზარზე აქტიურად ვართ წარმოდგენილები. ვფიქრობ, რომ ეს არ არის დიდი დრო, თუმცა საკმაოდ აქტიური ნაბიჯებით შემოვედით ჩვენს საკმაოდ მაღალკონკურენტულ ბაზარზე. გეგმებიც საკმაოდ ამბიციური გვაქვს. თვითონ ამ 2 წელიწადში შესრულებას რაც შეეხება, ჩვენ ჯამში გაქვს 12 პროექტი. ამ 12 პროექტიდან 6 არის მიმდინარე პროექტი,ხოლო 6 დაგეგმარების ეტაპზეა. 6 მიმდინარე პროექტიდან 3 არის თბილისში, ხოლო 3 ბათუმში. თბილისში მიმდინარე პროექტებია „მეტროპოლ ქავთარაძე“, „მეტროპოლ ბაგები“ და „მეტროპოლ ორთაჭალა“. „მეტროპოლ ბაგებზე“ მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვით, რომ ეს არის ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც უკვე წლის ბოლოს დასრულდება. ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ მობინადრეები იმ ვადებში გადავლენ კომპლექსი, რაც წინასწარ იყო განსაზღვრული“, - ამბობს მამუკა იმედაშვილი.
უახლესი
42 წუთის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო1 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინას ახალი საექსპორტო ბაზარი