დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

15-05-2023 03:30:11

გალტ & თაგარტის 9-13 მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 33.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +9.56% წინა კვირასთან შედარებით და +19.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 690 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.00 - 33.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 111 ათასი აქცია შეადგინა. 

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 23.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.71% წინა კვირასთან შედარებით და +4.71% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 215 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.85 - 24.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 65 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.31 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.40% წინა კვირასთან შედარებით და +12.30% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 146 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.95 - 8.33 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 117 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები