დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადგილობრივი ბაზრის ლიდერები ვართ, ვგეგმავთ გაფართოებას საექსპორტო ბაზრებზე  - „თელიანი ველი“

ადგილობრივი ბაზრის ლიდერები ვართ, ვგეგმავთ გაფართოებას საექსპორტო ბაზრებზე - „თელიანი ველი“

13-11-2024 18:00:00

„გასულ წელთან შედარებით, 20224 წელს გაყიდვების მიმართულებით 10% -იანი ზრდა გვაქვს. ადგილობრივი ბაზრის ლიდერები ვართ და მეღვინეობა „თელიანი ველის“ პროდუქცია წარმოდგენილია საქართველოს ყველა საცალო სავაჭრო არხში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს.

„თელიანი ველის“ პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრებია- ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები.

„თელიანი ველის“ სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია გამორჩეულად მნიშვნელოვანია. ორივე ქვეყანაში გვაქვს წარმომადგენლობა, სადაც ადგილობრივი თანამშრომლები არიან და შესაბამისად, აქტიურად ვახორციელებთ ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და გაყიდვებს. ასევე, ორივეგან გვაქვს საწყობი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწრაფად მოხდეს ბაზრის დაფარვა. 2024 წელს აღსანიშნავია ჩვენი გააქტიურება იაპონიის ბაზარზე, სადაც მოხდა ახალ პარტნიორებთან შეთანხმებები და დისტრიბუციის ზრდა“, - აცხადებენ კომპანიაში.

საქართველოში, სავაჭრო ქსელების თაროზე „თელიანი ველის“ ღვინოების ფასი 10-დან 40 ლარამდეა. კომპანია გეგმავს არსებულ საექსპორტო ბაზრებზე დისტრიბუციის გაფართოებას, გაყიდვების ზრდას, ქართული ღვინისა და „თელიანი ველის“ ბრენდების პოპულარიზაციას.

რაც შეეხება დარგში არსებულ გამოწვევებს, როგორც კომპანიაში აცხადებენ საჭიროა მარკეტინგული კამპანიის გაძლიერება და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა. 

„ვფიქრობთ, კვლავ აქტიურადაა სამუშაო ქართული ღვინის ცნობადობის ასამაღლებლად. განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში. ყოველწლიურად ცნობადობა ნამდვილად იზრდება, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს ღვინის ეროვნული სააგენტო, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ. ასევე, ჩვენ და სხვა მეღვინეობებიც უამრავ აქტივობას ვაკეთებთ, ტარდება დეგუსტაციები და პრეზენტაციები, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ უფრო დიდი დროისა და რესურსების ინვესტიცია არის საჭირო“, - აცხადებენ კომპანიაში.

მეღვინეობა „თელიანი ველი“ აწარმოებს დაახლოებით 30 დასახელების ღვინოს და წარმოდგენილია 20 საექსპორტო ბაზარზე. ბრენდი 1997 წლიდან ოპერირებს საქართველოში.

„თელიანი ველის“ საწარმო მდებარეობს თელავში, ხოლო ვენახები გაშენებულია კახეთში სხვადასხვა რაიონებში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები