როგორც ცესკოს სხდომაზე, ასევე სასამართლოში განხილვის დროს დადასტურდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები ემყარებოდნენ კანონიერ, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, კანონიერ შედეგებს, - განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა საქალაქო სასამართლოში გუშინდელი განხილვის შემდეგ.
„როგორც ცესკოს სხდომაზე, ასევე სასამართლოში განხილვის დროს დადასტურდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები ემყარებოდნენ კანონიერ, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, კანონიერ შედეგებს, რომლებთან დაკავშირებითაც რიგ შემთხვევაში წარიმართა სასამართლო დავები და მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დაადგინეს ოლქებმა შედეგები. აქედან გამომდინარე სარჩელი არ დაკმაყოფილდა“, - განაცხადა სანტურიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და საია-ს სარჩელები არ დააკმაყოფილა.
უახლესი
6 საათის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი8 საათის წინ
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს8 საათის წინ
ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა9 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა