დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს

რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს

14-11-2024 18:00:00

ქვეყანაში მზესუმზირას ზეთის იმპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 31,667.66 ტონა ზეთი იყიდა, რაშიც 32,847.14 ათასი დოლარი გადაიხადა. შესაბამისად, ზრდა წინა წელთან შედარებით 14%-ია. 2023 წლის 9 თვეში ქვეყანაში 27,714.15 ტონა მზესუმზირას ზეთის იმპორტი დაფიქსირდა. 

ქვეყანაში იმპორტირებული ზეთის 87%-ი რუსეთიდან შემოდის. 

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ მზესუმზირას ზეთს ყიდულობს:

  • რუსეთი - 27,634.96 ტონა,
  • უკრაინა - 3,047.78 ტონა,
  • აზერბაიჯანი - 838.31 ტონა,
  • უნგრეთი - 98.82 ტონა,
  • თურქეთი - 28.82 ტონა. 

სტატისტის მიხედვით, საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობის მზესუმზირის ზეთია 2020 წელს ანუ პანდემიის პერიოდში შეისყიდა. 2022 წელს ქვეყანაში სულ 46,680.38 ტონა ზეთის იმპორტი დაფიქსირდა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები