დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი

კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი

14-11-2024 20:00:00

საქართველოდან კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 18%-იან კლებას აჩვენებს.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ კანადიდან 30,375.29 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 36,869.15 ათასი დოლარის, შესაბამისად კლება 17,6%-ია. აღსანიშნავია, რომ კანადიდან საქართველოში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია. სწორედ მასზე მოდის ამ ქვეყნიდან იმპორტის 83%-ი.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო კანადიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 25,249.97 ათასი დოლარი;
  • თევზი გაყინული - 907.12 ათასი დოლარი;
  • ელემენტები ქიმიური რადიოაქტიური და იზოტოპები რადიოაქტიური და მათი ნაერთები - 374.67 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 317.82 ათასი დოლარი;
  • მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებელია ტემპერატურის ცვლილება - 308.93 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ექსპორტს, ის 71%-ითაა გაზრდილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 9 თვეში საქართველომ კანადაში ექსპორტზე 4,932.78 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში კი ექსპორტმა 2,887.69 ათასი დოლარი შეადგინა.

საქართველოდან კანადაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძრავებია, ხოლო შემდეგ მოდის ღვინო და თხილი.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო კანადაში ყიდის:

  • ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის სხვა - 1,294.13 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 852.96 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 654.38 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 506.86 ათასი დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 365.18 ათასი დოლარი;

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები