ლოკოკინების ფერმის მფლობელი და მწარმოებელი „ნადი ჯგუფი“, რომელიც ექსპორტზე საფრანგეთსა და იტალიაში გადის, საექსპორტო არეალს აფართოებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა, უკვე დაიწყეს ექსპორტი თურქეთშიც, სადაც მიწოდებაზე 3 წლიანი კონტრაქტიც გააფორმეს.
წლის განმავლობაში ლოკოკინების მოსავლის აღება ორჯერ გაზაფხულზე და შემოდგმაზე ხდება და როგორც მერაბ ნადარაია ამბობს, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფერმებიდან 30%-ით მეტი მოსავალი მიიღეს.
„გეტყვით, რომ წლიური მოსავალი 88 ტონა გაქვს მიღებული და მიმდინარე წლის შემოდგომაზე მაჩვენებლები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ირკვევა, რომ „ნადი ჯგუფისთვის“ ყველაზე მოთხოვნადი ბაზარი საფრანგეთია, თუმცა თურქეთში ტრანსპორტირება შედარებით იაფი ჯდება და მიწოდებაც დროის მოკლე პერიოდშია შესაძლებელი. თუმცა, თურქეთში ექსპორტირებული ლოკოკინას ფილის ფასი საფრანგეთში ექსპორტირებულ ფილესთან შედარებით 30%-ით იაფია.
„ნადი ჯგუფი“ მიღწევებით არ კმაყოფილდება და 2025 წლისთვის მოსავლის 200 ტონამდე ზრდას ვარაუდობს.
ირკვევა, რომ ლოკოკინების ფილეზე მოთხოვნა იზრდება ადგილობრივ ბაზარზეც. „ნადი ჯგუფი“ ადგილობრივ ბაზარზე აქტიურად თანამშრომლობს ჰორეკა სექტორთან. რაც შეეხება რითეილს, როგორც მერაბ ნადარაია განმარტავს, სუპერმარკეტების ქსელებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.
დღეისათვის ადგილობრივ ბაზარზე 1 კგ ლოკოკინას ფილის ფასი 40 ლარია.
1 ტონა ლოკოკინადან ფილეს გამოსავლიანობა მხოლოდ 20%-ია, მაგრამ მიუხედავად ამ რაოდენობისა მოგების მხრივ კომპანიისთვის უფრო ხელსაყრელი ლოკოკინას ფილეს ექსპორტია.
შპს „ნადი ჯგუფი“ 2018 წელს, იტალიური კომპანია ჩერასკოს მოლუსკების საერთაშორისო ინსტიტუტთან თანამშრომლობით, დაფუძნდა.
უახლესი
23 წუთის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი2 საათის წინ
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს2 საათის წინ
ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა3 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა3 საათის წინ
ვაჭრობის ჩემპიონატი ბიტანიკაზე