საქსტატის ინფორმაციიით, 2024 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა 1 941.3 მლრდ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 25.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებზე. ქ. თბილისში რეგისტრირებული კომპანიების მიერ განხორციელებულმა ექსპორტმა, შეადგინა 817.6 მლნ. აშშ დოლარი, რაც მთლიანი მაჩვენებლის 42.1 პროცენტია.
მეორე ადგილს იკავებს ქვემო ქართლის რეგიონი -12.1%იანი წილით, ხოლო მესამე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც რეგისტრირებული საწარმოების ექსპორტმა შეადგინა 130.1 მლნ. აშშ დოლარი (6.7%).
რაც შეეხება იმპორტს, მისი რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.8 პროცენტით და 4 384.7 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. საწარმოების რეგისტრაციის რეგიონების მიხედვით პირველ სამეულში შედიან ქ. თბილისი, რომელშიც რეგისტრირებულმა საწარმოებმა განახორციელეს 2024 წლის მესამე კვარტალის იმპორტის 69.7%, ასევე აჭარა (5.7%) და ქვემო ქართლი (4.9%).
საგარეო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) მონაცემები საქართველოს რეგიონების მიხედვით საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტული კლასიფიკაციის (SITC Rev. 4) 4-ნიშნა პოზიციების დონეზე (2024 წლის III კვარტალი, წინასწარი)
უახლესი
43 წუთის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო1 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინას ახალი საექსპორტო ბაზარი