დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
II კვარტალში სასაკლაოებში 115.5 ათასი სული პირუტყვი დაიკლა

II კვარტალში სასაკლაოებში 115.5 ათასი სული პირუტყვი დაიკლა

16-08-2023 15:49:04

2023 წლის II კვარტალში საქართველოში 126 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.0 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 17.5 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში, 15.1 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 13.5 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 11.1 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 23.8 პროცენტი - სხვა რეგიონებშია განთავსებული. 

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 115.5 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 38.2 პროცენტი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 50.5 პროცენტი - ღორი, ხოლო 10.4 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0.9 პროცენტს შეადგენს.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 463.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2023 წლის II კვარტალში 14.5 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.4 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 42.7 პროცენტი - ფრინველის ხორცზე, 25.3 პროცენტი - ღორის ხორცზე, 1.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 13.7 ათას პირს, საიდანაც 37.0 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი.

სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 065 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 33.8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 12.7 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 30.0 ლარი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები