დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას გეგმავს

გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას გეგმავს

30-08-2023 16:16:32

გერმანია საქართველოს მოლდოვასთან ერთად უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას dw.com ქვეყნის შს მინისტრზე ნენსი ფეზერიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ორივე ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ორივე სახელმწიფოში ადამიანებს, ჩვეულებრივ, არ ემუქრებათ დევნა პოლიტიკური მიზეზებით. ამას გარდა, გერმანიაში თავშესაფრის თითქმის ყოველი მეათე მაძიებელი ამ ქვეყნებიდანაა ჩამოსული და მათი უსაფრთხო სახელმწიფოებად აღიარება საშუალებას მოგვცემს, საკმაოდ სწრაფად და ეფექტიანად შევამციროთ არალეგალური მიგრაცია“, – განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია მოლდოვასა და საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. მინისტრის განმარტებით, მოლდოვა და საქართველო აიღებენ ვალდებულებას, უკან მიიღონ მოქალაქეები, რომლებსაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვთ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები