eMoney განვითარების ახალ ეტაპს იწყებს, რაც პირველ ქართულ ციფრულ საფულესთან Mastercard-ის საერთაშორისო საგადახდო ბარათის ინტეგრაციას და მომხმარებლებისათვის გადახდების სრულიად ახალი გამოცდილების შექმნას ითვალისწინებს. უახლოეს მომავალში Mastercard ბარათები ხელმისაწვდომი გახდება eMoney ციფრულ საფულეში, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ საკუთარი ბალანსით ყველგან, სადაც Mastercard-ის ბარათებით სარგებლობაა შესაძლებელი, რაც ათასობით პარტნიორ ობიექტს და ბანკომატს მოიცავს, საქართველოში და მთელს მსოფლიოში. eMoney-ს მაღალი კლასის Mastercard ბარათის საშუალებით მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება პრემიალური ბარათების დამატებითი პრივილეგიებიც.
ფინანსური სამყარო მუდმივად ვითარდება: სწრაფად იცვლება მომხმარებლის პრეფერენციები, დაჩქარებულია ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი და ცვალებადია ციფრული ფულის რეალობაც. გადახდების გლობალური ლიდერი, Mastercard, მუდმივად ეხმარება საფინანსო ინსტიტუტებსა და მომხმარებლებს ზრდასა და განვითარებაში. ფინანსური განათლების ხელშეწყობა, რისკების შეფასება, კრიპტო ბარათებისა თუ კრიპტო ლოიალობის პროგრამების შექმნა, Mastercard-ის როლი ციფრულ სამყაროში სწორი ორიენტირებისას, განუზომლად დიდია. საქართველოს მასშტაბით, Mastercard ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად უამრავ ინოვაციას ნერგავს, eMoney-სთან თანამშრომლობაც თავითავად ბევრ საინტერესო სიახლესა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტას მოიაზრებს.
eMoney (სს იმანი ჯორჯია) ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პირველი პროვაიდერია საქართველოში. eMoney-ს მომხმარებლებისთვის უკვე 15 წელია ხელმისაწვდომია კომუნალური და სხვა გადახდები, მობილური ბალანსის შევსება, საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღება, აზარტული საფულის სერვისი, პირადობით განაღდება ბანკომატიდან, თანხის მიღება და გაგზავნა ბანკებს შორის და სხვა სერვისები. ასევე, შვილობილი კომპანია MyCoins-ის საშუალებით eMoney-ს მომხმარებლებს საშუალება აქვთ პოპულარული კრიპტოვალუტები იყიდონ, გაყიდონ და შეასრულონ სხვა ოპერაციები საკუთარ პორტფელზე. MyCoins-თან ერთად, eMoney აგრძელებს ერთიან „ფიატ-კრიპტო“ საგადახდო ეკოსისტემაზე მუშაობას და სამომავლოდ მომხმარებელს სხვა პროდუქტებსაც წარუდგენს.
eMoney საერთაშორისო ფინტექ ჰოლდინგის, FHL-ის წევრია.
Mastercard მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს მართავს, რომელიც 210 -ზე მეტ ქვეყანაში ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და სხვა რგოლებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები აადვილებს,
უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.
Mastercard-თან თანამშრომლობით, eMoney მომხმარებლებისთვის უამრავ საინტერესო სიახლეს აანონსებს.
უახლესი
8 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე10 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა10 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს