2023 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 37.9 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 31.1 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 7.9 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 6.3 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.7 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2.6 პროცენტიანი წილით, ხოლო 9.5 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
2023 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს ვაჭრობა (20.6 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (19.7 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (17.7 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (8.8 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.2 პროცენტიანი წილი უჭირავს.
2023 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 27.8, 12.2 და 10.0 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.4 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (5.8 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.0 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 15.2 პროცენტით გაიზარდა და 48.0 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
2023 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 18.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია.
ასევე სააგნარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 63.8 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 21.0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
უახლესი