დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ამერიკული ავტომობილების რუსეთში ექსპორტის აკრძალვით დაახლოებით 60 მლნ დოლარის შემოსავალს ვკარგავთ - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

ამერიკული ავტომობილების რუსეთში ექსპორტის აკრძალვით დაახლოებით 60 მლნ დოლარის შემოსავალს ვკარგავთ - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

05-08-2023 13:59:00

ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტირებული ავტომობილების რუსეთში რეექსპორტის აკრძალვა საქართველოს საექსპორტო მონაცემებზე გარკვეულ გავლენას მოახდენს. დანაკარგი, როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე აღნიშნავს, დაახლოებით 60 მილიონი დოლარის ფარგლებშია. თუმცა, სამომავლოდ, თუკი ანალოგიური აკრძალვა შუა აზიის ქვეყნებზეც გავრცელდება, დანაკარგი გაცილებით დიდი იქნება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოდან ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში რეექსპორტირებული ავტომობილების დიდი ნაწილი გადის რუსეთში. შესაბამისად, როგორც ნონიაძე ვარაუდობს, არ არის გამორიცხული, შეზღუდვა ამ ქვეყნებსაც დაუწესდეთ.

,,ამერიკის შეერთებული შტატებიდან მსგავსი შეზღუდვა, როგორც რუსების წინააღმდეგ სანქციებში მონაწილე ქვეყნის მხრიდან, მოსალოდნელი იყო. მე- 11 პაკეტი სწორედ ამას ითვალისწინებდა, რომ მესამე ქვეყნების დახმარებით სანქცირებული პროდუქცია კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთის ტერიტორიაზე არ მოხვედრილიყო. როგორც ცნობილია, რუსეთში რეექსპორტის მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს, თანხობრივად ეს არის 53 მილიონი დოლარი. ხისტად რომ დაითვალოს, ჯამში ქვეყანა დაახლოებით 60 მილიონ დოლარს კარგავს დაწესებული შეზღუდვის გამო. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ საქართველოდან რეექსპორტირებულ ავტომობილებზე,  მაგრამ შეიძლება დაემატოს სხვა ქვეყნებიც - ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი, საიდანაც დიდი ოდენობით ავტომობილები სავარაუდოდ გაჰყავთ რუსეთშიც.   მათაც შეიძლება დაუწესდეს შეზღუდვა და ეს უკვე ჩვენს ბაზარზე  მკვეთრად ნეგატიურ გავლენას მოახდენს. კონკრეტულად რამდენი ვერ გეტყვით, ვინაიდან არ გვაქვს ინფორმაცია, ამ ქვეყნებიდან რამდენი ავტომობილი გადის რუსეთში. შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, ცხადია, საქართველოდან რუსეთის ბაზრისთვის არ გაიყვანენ ავტომობილებს და მხოლოდ საკუთარ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იზრუნებენ“, - აცხადებს ალექსი ნონიაძე Business Insider Georgia - თან.

ცნობისთვის, 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში სულ 3,786 ცალი ავტომობილი გავიდა, რომელთა ღირებულებაც 53 მილიონი დოლარი იყო. ექსპორტი წლიურად 274%-ით არის გაზრდილი.

 

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  საქართველოდანრუსეთის ფედერაციაში ამერიკიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი 1-ელიაგვისტოდან აიკრძალა, ხოლო ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი დარეექსპორტი კი 26 სექტემბრიდან შეიზღუდება.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები