დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ვუვლის“ სახით გაჩნდა ბრენდი, რომელსაც ანდობ საკუთარ ავტომობილს - არჩილ ბერიძე

„ვუვლის“ სახით გაჩნდა ბრენდი, რომელსაც ანდობ საკუთარ ავტომობილს - არჩილ ბერიძე

21-07-2023 14:00:22

ვენის სადაზღვევო ჯგუფისა“ და „ჯიპიაი ჰოლდინგის” ახალი ინვესტიციით ქართულ ავტომომსახურების ბაზარზე პლატფორმა  voovly.ge შეიქმნა, რომელიც მომხმარებელს   საშუალებას აძლევს დისტანციურად მიიღოს ავტომობილის, მოვლასთან და შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა სერვისი.

სიახლეზე Business Insider Georgia ვუვლის გენერალურ დირექტორ არჩილ ბერიძეს ესაუბრა:

 

  • რამ გიბიძგათ იმისთვის, რომ ახალი ბრენდი „ვუვლი“ შეგექმნათ და როგორია კომპანიის გათვლები, თვეში მომხმარებლების რამდენ პროცენტიან ზრდას ვარაუდობთ?

 

ბრენდის შექმნის დროს, სიღრმისეულად შევისწავლეთ ავტომფლობელების პრობლემები. კვლევით გამოვლენილი ძირითადი გამოწვევა არის უნდობლობა ხელოსნების მიმართ და  ბაზარზე  შესაბამისი  ექსპერტების ნაკლებობა. ჩვენი მიზანი ამ რეალობის შეცვლაა. “ვუვლი” ქართულ ავტომომსახურების ბაზარზე ახალი  ევროპული ინვესტიციაა. პლატფორმა voovly.ge მომხმარებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად მიიღოს ავტომობილის, მოვლასთან და შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა სერვისი.  „ვუვლის“ სახით გაჩნდა ბრენდი, რომელსაც  ანდობ საკუთარ ავტომობილს. ოპერირების პირველ წელს ვვარაუდობთ, რომ შეკვეთების მოცულობა, ყოველ მომდევნო თვეს გაორმაგდება.

ამ მოლოდინს ბაზარზე არსებული მოთხოვნა გვიმყარებს, რომელსაც ვუვლი სრულად უპასუხებს. ჩვენი  სერვისის მიმართ ინტერესი უკვე სახეზეა და ამას განაპირობებს ჩვენი ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება. „ვუვლი“ „ვენის სადაზღვევო ჯგუფისა“ და „ჯიპიაი ჰოლდინგის „ მხარდაჭერით შეიქმნა. “ვენის სადაზღვევო ჯგუფს” მსგავსი მომსახურება ევროპის 11 ქვეყანაში აქვს და საქართველოც მომდევნო წარმატების მაგალითი უნდა გახდეს. სწორედ ევროპული გამოცდილება ქმნის გარანტს, რომ “ვუვლი” ავტომფლობელებისთვის   სანდო და საიმედო პარტნიორი იქნება და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ავტომომსახურების სფეროს.  

 

  • უფრო კონკრეტულად, რა სერვისებს სთავაზობს „ვუვლი“ ავტომფლობელებს და ამ დროისათვის მომხმარებლისთვის რამდენი პაკეტის შეთავაზება შეგიძლიათ? რატომ უნდა აირჩიოს ავტომფლობელმა მაინც და მაინც „ვუვლი"?

 

ჩვენი  სერვისი მოიცავს მანქანასთან  დაკავშირებულ ყველა მომსახურებას, იქნება ეს გეგმური სერვისი: ზეთის, ხუნდების, ცვეთადი ნაწილების შეცვლა თუ გადაუდებელი მომსახურება, როგორიც არის მაგალითად,  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების შეკეთება. ყველაფერს ჩვენი ავტოექსპერტი აგვარებს. მისი გამოძახება კი ერთი მონიშვნითაა შესაძლებელი. მომსახურების მიღება კი ერთჯერადად ან ყოველთვიური  გადახდი შემთხვევაში - შეუზღუდავად არის შესაძლებელი. გამოწერის შემთხვევაში, მომხმარებელი უფასოდ მიიღებს არაერთ სერვისს. მაგალითად, ევაკუატორის გამოძახება, საწვავის ადგილზე მიწოდება, საბურავის დაბერვა / შეცვლა / შეკეთება, ავტომობილის დაქოქვა ელექტრო მაერთებელი კაბელით, კომპიუტერული დიაგნოსტიკა. ამ ეტაპისთვის მომხმარებელს ორი ტიპის პაკეტს ვთავაზობთ - “ეკონომ” პაკეტი და “სტანდარტ” პაკეტი.

რატომ „ვუვლი“? - ვუვლის მომხმარებლებს აქვს არჩევანის თავისუფლება, როგორც ოფიციალური ავტომწარმოებლების ცენტრებში მიიღონ სასურველი მომსახურება, ასევე მულტიბრენდულ თუ არაბრენდირებულ სერვისცენტრებში. გარდა ამისა, პროცესი არის სრულიად გამჭვირვალე და ხარჯთეფექტური - მომხმარებელს საშუალება აქვს თვალი ადევნოს ავტომობილის გადაადგილების მარშრუტს და მიიღოს მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

 

  • იგეგმება თუ არა მომხმარებლებისთვის სამომავლოდ ახალი პაკეტების შეთავაზება და ახალი სერვისების დამატება?

 

ასევე, „ვუვლი“ ჯერ თბილისს დაფარავს თუ რეგიონებშიც გეგმავთ გასვლას?  - ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებლის საჭიროებების შესწავლას და მათი სურვილისა და მოთხოვნის საფუძველზე დამატებითი სერვისების შეთავაზებას. სიახლეებისა და სერვისების შესახებ მომხმარებლებს ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება დაფარვის არეალს, ამ ეტაპისთვის, ვუვლის სერვისებით სარგებლობა თბილისსა და მის შემოგარენში შეგიძლიათ, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავთ, სრულად ავითვისოთ საქართველოს სხვა დიდი ქალაქების ავტომომსახურების ინდუსტრია.

 

  •  გარდა კომფორტული და ეფექტური პროდუქტი/სერვისი იქნება „ვუვლი“  ავტომფლობელებისათვის ხარჯების კუთხით?

 

ჩვენ მომხმარებელს აქვს არჩევანის თავისუფლება, მიიღოს მომსახურება ბრენდულ, მულტიბრენდულ თუ ბიუჯეტურ სერვის ცენტრებში, მომსახურების ხარისხზე პასუხისმგებლობას სრულად ჩვენი კომპანია იღებს. ჩვენი პარტნიორები წარმოდგენილნი არიან თბილისის ყველა უბანში, რათა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ  მომსახურების ჩატარება. პარტნიორობის მიმართ ძირითადი მოთხოვნები  წინასწარ გვაქვს განსაზღვრული და შერჩევის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი მომსახურების ხელმისაწვდომობაა - სპეციალური ფასი როგორც მომსახურებაზე, ისე სათადარიგო ნაწილებზე თუ საცხებ-საპოხ მასალებზე, რაც საბოლოოდ განაპირობებს მომხმარებლისთვის ხარჯეფექტურ მომსახურებას. მომსახურების ყველა ეტაპზე მომხმარებელი ინფორმირებულია და დეფექტაციის შემდგომ წინასწარ იცის თუ რა ტიპის მომსახურება უნდა ჩატარდეს, რა სათადარიგო ნაწილებითა და რა დრო შეიძლება დასჭირდეს ავტომობილის შეკეთებას. თუ ჩვენ გადმოგვაბარებთ მანქანის მოვლას, არამხოლოდ დროს, არამედ ხარჯებსაც დაგიზოგავთ. ვუვლის კონცეფციის ამოსავალი წერტილი სწორედ ეს არის - ავტომომსახურების საიმედო ეკოსისტემა.

ჩვენ მომხმარებლებს აქვს არჩევანის თავისუფლება, როგორც ოფიციალური ავტომწარმოებლების ცენტრებში მიიღონ სასურველი მომსახურება, ასევე მულტიბრენდულ თუ არაბრენდირებულ სერვისცენტრებში. გარდა ამისა, მომხმარებელს საშუალება აქვს თვალი ადევნოს ავტომობილის გადაადგილების მარშრუტს და მიიღოს მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

 

  • „ვუვლით“ სარგებლობა მხოლოდ ჯიპიაიში დაზღვეულები შეძლებენ, თუ სერვისი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ავტომფლობლისთვის, თუნდაც კონკურენტ სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული ავტომფლობლისთვის?

 

„ვუვლის“ მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ყველა ავტომფლობელს, ეს იქნება ახალბედა მძღოლი თუ საქმიანი ადამიანი.  “ვუვლი “ საინტერესოა როგორც ახალბედა მძღოლებისთვის, რომლებიც ნაკლებად ერკვევიან ავტომობილის მოვლა-შეკეთებასთან დაკავშირებულ საჭიროებებში, ასევე ავტომანქანის გამოცდილი მფლობელებისთვის, რომლებსაც საკმარისი დრო არ აქვთ - მოუარონ ავტომობილს, მიუხედავად იმისა, რომ მანქანაზე ზრუნვის მნიშვნელობა კარგად ესმით.  მათ “ვუვლი” საშუალებას აძლევს - საკუთარი დრო უფრო სასიამოვნო საქმეებს მოახმარონ.

რაც შეეხება - „ჯიპიაის ავტოდაზღვევით მოსარგებლე მომხმარებლებს, ისინი სარგებლობენ „ვუვლი“-ს სპეციალური შეთავაზებით და გარდა იმ რისკებისა, რომელიც თან სდევს გზებზე გადაადგილებას და დაზღვეულია ჯი-პი-აი ჰოლდინგის მიერ, ახლა უკვე ავტომობილის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული სირთულეებიც შეუძლიათ ჩვენი დახმარებით თავიდან აირიდონ.

 

  • დღეს ჯიპიაიში მომხმარებლების მხრიდან ძირითადად რა სერვისებზეა მოთხოვნა?

 

ამ ეტაპისთვის ძირითადი მოთხოვნები მაინც გადაუდებენ სერვისებზე მოდის - საბურავის შეკეთება, აკუმულატორის შეცვლა, კომპიუტერული დიაგნოსტიკა. თუმცა ასევე დიდი მოთხოვნაა, ტექნიკური ინსპექტირების დაგეგმვაზე, ხუნდების, ზეთისა თუ ფილტრების შეცვლაზე და ასევე ავტოშემთხვევის შედეგად მიღებული ზიანის შეკეთებაზე.

მოკლედ, „ვუვლი“ ეს არის ყველაფერი რაც შენს მანქანას სჭირდება, ერთ სივრცეში. გრძელი პრობლემების მოგვარება კი მხოლოდ ერთი კლიკითაა შესაძლებელი ვებგვერდიდან -  voovly.ge

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები