გიზიარებთ VELI.store-ის ბლოგს: ნოემბრის ბოლო პარასკევი ის დღეა, რომელსაც ყველა ონლაინ თუ ოფლაინ შოპინგის მოყვარული ყოველ წელს მოუთმენლად ელოდება, თუმცა ხშირად ამ ყველასთვის სასურველ ფასდაკლებებს თან დაუსრულებელი საცობები, სალაროებთან რიგები და ბევრი სხვა უსიამოვნო ფაქტორი ახლავს.
VELI.store წელს მომხმარებელს კიდევ უფრო კომფორტულ, მათზე მორგებულ შოპინგის გამოცდილებას მთელი კვირის განმავლობაში სთავაზობს.
როგორც აქამდე, ველი თბილისში შეკვეთების იმავე დღეს, სრულიად უფასოდ მიწოდებას უზრუნველყოფს. მომხმარებელს მიწოდების სასურველი დროის ინტერვალის არჩევა შეუძლია, რაც შოპინგის გამოცდილებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
Ninja-ს აეროგრილი ველის ბესტსელერი და მომხმარებლის ერთ-ერთი რჩეული ტექნიკაა, რომელზე მოთხოვნა ყოველდღიურად კიდევ უფრო იზრდება.
აეროგრილის შეძენას ველის მომხმარებლები 38%-იანი ფასდაკლებით მხოლოდ 349 ლარად შეძლებენ.
ახალი ტელევიზორის შესაძენად ფასდაკლების კვირეული საუკეთესო დროა. ველიზე ტექნიკის წამყვანი ბრენდების ტელევიზორებს 40%-მდე ფასდაკლებით აღმოაჩენ.
Aiwa-ს 108 სანტიმეტრიან 4K გაფართოების მქონე ტელევიზორს, რომელიც იაპონური ხარისხით წლებია პოპულარულია - 599 ლარად შეიძენ.
ველი წელს ნაძვის ხეების კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს, სადაც ნებისმიერი ზომის, ფერის, ფორმისა და დეკორაციების მქონე ნაძვის ხეებსაც კი აღმოაჩენ.
ფასდაკლების კვირეულის ფარგლებში ახალი წლისთვის წინასწარ მომზადება გონივრულად შოპინგის ერთ-ერთი გზაა, რომელიც ზედმეტ დანახარჯებს აგარიდებს.
ველიზე ნაძვის ხეებზე 50%-მდე ფასდაკლება დაგხვდება, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად ამ 215 სანტიმეტრიან ნაძვის ხეს 1030 ლარის ნაცვლად, 515 ლარად შეიძენ.
მომხმარებლის რჩეული პროდუქტები გარდა, VELI.store-ზე ინფლუენსერების რჩეულ ნივთებზეც დაგხვდება ფასდაკლება. ველიმ მათი აუდიტორიისთვის სპეციალური გვერდები შექმნა, რომელიც მომხმარებლის საყვარელი ინფლუენსერების რჩეულ პროდუქტებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი