დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფართებს და მიწას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე ყიდის

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფართებს და მიწას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე ყიდის

18-07-2024 18:45:00

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, N42-44-ში მდებარე ფართები და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები აუქციონზე იყიდება. 

აღნიშნულ მისამართზე მდებარე 215.18 კვ/მ, 49.60 კვ/მ, 116.65 კვ/მ და ასევე 197.33 კვ/მ ფართებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყიდის და ლოტის საწყისი ღირებულება 1 615 000 ლარია. ობიექტის გასხვისება კი 31 ივლისს ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება. 

საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, 30 კალენდარულ დღეში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები უქმდება. მკაცრად რეკომენდებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდა 25 დღის განმავლობაში.

მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ ,,იუსტიციის სახლის”  ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს (ფილიალს) აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები