დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Harvest-ი სამაცივრე მეურნეობას აშენებს და 2025 წელს ექსპორტზე გასვლას გეგმავს

Harvest-ი სამაცივრე მეურნეობას აშენებს და 2025 წელს ექსპორტზე გასვლას გეგმავს

22-11-2024 13:00:00

კომპანია „ქანდა აგრიქალჩერი“-მ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე Harvest • მოსავალის ბრენდით ოპერირებს და 2021 წელს სოფელ „ძველ ქანდაში“ 200 ჰექტარზე ხეხილისა და ნუშის ბაღები გააშენა, წელს პირველი მოსავალი მიიღო და 2025 წელს უფრო ჭარბი მოსავლის ასაღებად ემზადება და სამაცივრე მეურნეობას აშენებს. ასევე განიხილება პროდუქციის ექსპორტიც.  

როგორც Business Insider Georgia-სთან Harvest • მოსავალის პროექტების ხელმძღვანელმა თამარ ბერულავამ განუცხადა, სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა უკვე დაიწყეს და სავარაუდოდ ობიექტი 2025 წლის თებერვალში დასრულდება. 

რაც შეეხევა მოსავალს, 2024 წელს მიღებული მოსავალი სრულად ადგილობრივ ბაზარზე გაყიდეს და ამ დროისთვის კომპანიის ბაღებში მოსვლის აღების პროცესი დასრულებულია. 

„პირველი მოსავალი სრულად ადგილობრივ ბაზარზე გავყიდეთ. მათ შორის 14 ტონა ნუში. მიღებულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან 4 ტონამდე მოსავალს ველოდით. მოლოდინი გაგვიმართლდა, ჩვენი პირველი მოსავალი გაიყიდა აგროჰაბში, წერტსა და ნიკორაში“, - ამბობს თამარ ბერულავა. 

მისი შეფასებით ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიან ხილზე მოთხოვნა იყო.  

„ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა იყო და შესაბამისად ხილის რეალიზაცია პრობლემა არ გვქონდა. Harvest-ის ბაღებიდან მიღებული გარგარისა და  ბრტყელი ატმის მოსავალიც სწრაფად გაიყიდა. 20 ტონამდე გარგრისა და 30 ტონამდე ატმის მოსავალი მივიღეთ. ასევე ხარისხიანი იყო ვაშლის მოსავალი“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 

2025 წელს კომპანია ნუშის შესანახი საწყობის მშებენლობასაც გეგმავს.

Harvest • მოსავალი სეზონზე 50 ადამიანს ასაქმებს, ხოლო მუდმივად დასაქმებულია 15 ადამიანი. კომპანიას ამ პროექტში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 21 მილიონ ლარზე მეტი აქვს ინვესტირებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები